რუსეთმა ნავთობმოპოვების ზრდის პოტენციალი თითქმის ამოწურა

რუსეთმა ნავთობმოპოვების ზრდის პოტენციალი თითქმის ამოწურა

access_time2021-11-25 19:00:40

რუსულმა ნავთობკომპანიებმა ნავთობის მოპოვების ზრდის სიმძლავრეები თითქმის მთლიანად ამოწურეს, განაცხადეს 3 უმსხვილესი მომპოვებლის - „ლუკოილის“, „გაზპრომ ნეფტისა“ და „როსნეფტის“ მენეჯერებმა.

 


2020 წლის ოპეკ+-ს შეთანხმების საფუძველზე მათ მთელი 2021 წლის მანძილზე მოპოვების, და შესაბამისად, ახალ საბადოებში ინვესტიციების შემცირება მოუწიათ.

 


დღეს კი, როდესაც მსოფლიო დამატებით ნავთობს ითხოვს და დღის წესრიგში შესაძლოა კარტელის გარიგებიდან გასვლა დადგეს, რუსეთის ნავთობინდუსტრია სავარაუდოდ წარმოების ზრდასთან დაკავშირებით პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

 


რუს მენავთობეებს ახალ წყაროებში ინვესტირების მკვეთრი ზრდა არა მხოლოდ ნედლეულის დამატებითი მოცულობების მოპოვებისთვის, არამედ უკვე არსებული კვოტების შესრულებისთვის მოუწევთ.

 


24 ნოემბერს „ლუკოილმა“ აღიარა, რომ მოპოვების მატების ყველა სიმძლავრე ამოწურა. კომპანიის პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკპეროვმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ სიმძლავრეები 2022 წლის იანვარში ამოიწურება.

 


19 ნოემბერს კი „გაზპრომ ნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტმა ალექსეი იანკევიჩმა განაცხადა, რომ თავისუფალი სიმძლავრეები უკვე ამ წლის ბოლოს ათვისებული იქნება, ხოლო „როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტის ერიკ ლირონის თქმით, კომპანიამ მის მფლობელობაში არსებული რესურსები ვადაზე ადრე, რუსეთის კვოტის შესრულების უზრუნველსაყოფად, უკვე გამოიყენა.


 


ოპეკ+-ის გარიგება 2020 წლის მაისში ამოქმედდა და მისი ერთ-ერთი პირობა იყო მოპოვების შემცირება, შემდეგ კი ეტაპობრივი ზრდა. შავი ოქროს მოპოვების მოცულობები პანდემიამდელ მაჩვენებელს 2022 წლის სექტემბერში უნდა დაუბრუნდეს.

 


დეკემბრისთვის რუსეთის კვოტა დღე-ღამეში 10 მლნ. ბარელს, რეალური მოპოვება კი 9 მლნ.-ს შეადგენს, თუმცა, სადღეისოდ ქვეყნის ნავთობინდუსტრია ამ მაჩვენებლის ათვისებასაც კი ვერ ახერხებს.

 


პანდემიის დროს მოთხოვნის მკვეთრი შემცირების პირობებში 1,5 წლის მანძილზე ინვესტირება ახალ საბადოებში მკვეთრად შემცირდა, შედეგად, როდესაც მოხმარება ისევ იზრდება, ქვეყნებს მოპოვების არათუ ზრდის, არამედ მომატებული კვოტების შევსების საშუალებაც კი არ გააჩნიათ.

 


მაგალითად, აგვისტოში ოპეკ+-ის ქვეყნებმა თავისი კვოტებით დადგენილ რაოდენობაზე დღე-ღამეში 1 მლნ., ხოლო სექტემბერში 700 000 ბარელით ნაკლები ნედლეული მოიპოვეს.

 


ამ ეტაპისთვის არსებული კვოტის თანახმად, რუსეთმა მოპოვება დღე-ღამეში 100 000 ბარელით უნდა გაზარდოს, თუმცა, ეს ადვილი არ იქნება. ამისთვის საჭიროა ახალი საბადოების დამუშავება, რაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს და საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვს.

 


„2020 წლის ოპეკ+-ის შეთანხმების შედეგებს ჩვენ დღეს ვხედავთ - ახალი საბადოების ათვისება 2021 წლის ბოლოსთვის 5%-ს შეადგენს, რაც ძალიან ცოტაა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნავთობკომპანიები მოპოვების ზრდასთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენენ“, - მიიჩნევს Vygon Consulting-ის ექსპერტი მარინა მოსოიანი.

 


მისი თქმით, 2020 წელს მოთხოვნის ვარდნის გამო ნავთობის მოპოვების შესაძლო ზრდის წყარო უკვე არსებული საბადოების უფრო ინტენსიური გამოყენებაა და არა ახალი საბადოების ათვისება. შედეგად, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით მოპოვება მხოლოდ 4%-ით გაიზრდება, რაც დღევანდელი ენერგოკრიზისის პირობებში არასაკმარისია.

 


„2022 წელს მოპოვების ვარდნის თავიდან აცილებისთვის აუცილებელი იქნება ახალი საბადოების ბურღვა და ნავთობის დღევანდელი ფასები ამის შესაძლებლობას იძლევა“, - თვლის მოსოიანი.

 





რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში
access_time2021-12-04 12:30:45
კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერაა. ყარაბაღში 44-დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ძალთა აქამდე არსებული ბალანსი შეცვლა და ირან-აზერბაიჯანის...


მსგავსი სიახლეები

up