ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი აშშ-ის იმ მოქალაქეების სიაში მოხვდა, რომლებსაც მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
„ცნობილმა კინომსახიობმა, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში ჩაწერა ვიდეო შეტყობინება, რომელშიც რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს“, - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რუსეთმა აშშ-ის 963 მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. სასანქციო სიაში მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"