რუსეთმა იმპორტიორებს პრობლემები არცერთი ლოგიკით არ უნდა შეუქმნას, მაგრამ მათი არაადეკვატურობიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია - ივა ჭყონია

რუსეთმა იმპორტიორებს პრობლემები არცერთი ლოგიკით არ უნდა შეუქმნას, მაგრამ მათი არაადეკვატურობიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია - ივა ჭყონია

access_time2019-06-26 09:00:20

ავიამიმოსვლზე, ტურისტებზე და ქართულ ღვინოზე დაწესებული რუსული სანქციების შემდეგ,  ხორბლის იმპორტიორები კრემლის მხირდან  ხორბლის ბაზრის მოსალოდნელ ჩაკეტვაზეც საუბრობენ. კომერსანტი დაინტერესდა არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ რუსული სანქციები სხვა პროდუქტის იმპორტიორ კომპანიებსაც შეექმნათ.


საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია იხსენებს, რომ იმპორტის კუთხით სერიოზული პრობლემები იმპორტიორებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც არ შექმნია, ამიტომ, ფიქრობს, რომ კომპანიებს პრობლემები არც ერთი ლოგიკით არ უნდა შეექმნას. თუმცა, ამბობს იმასაც, რომ რუსეთის არა ადეკვატური ქმედებიდან გამომდინარე გამორიცხული არაფერია.

 

„ჯერ ჩემამდე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა, გამომდინარე იქედან, რომ რუსეთის მთავრობას არა ერთხელ უმოქმედია არაადეკვატურად, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულწილად რაღაც პრობლემები შეგვიქმნას. 2008 წლის ომის დროსაც კი სერიოზული პრობლემები იმპორტთან დაკავშირებით არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ექსპორტიორ კომპანიებს შეექმნათ მაშინაც პრობლემები, რადგან ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება და ექსპორტი გააუქმეს მაგრამ, არ მგონია რომ იმპორტიორ კომპანიებს პრობლემები შეგვიქმნას. პროდუქციის დიდი რაოდენობა, სამწუხაროდ, რუსეთიდან შემოდის მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მათ თავადაც აქვთ ეკონომიკური სარგებელი, ჩემი აზრით, მათთვის საზიანო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ალბათ ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და ყველაზე საფრთხილო შეიძლება, სანქცია ხორბლის კუთხით წამოვიდეს, რაც ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენთვის. სხვა დანარჩენ პროდუქციაზე ალტერნატივა არსებობს, იქ თურქეთია, უკრაინა მაგრამ, ხორბალი ყველაზე პრობლემატური საკითხია და ჩვენი მთავრობა ამას მომზადებული უნდა შეხვდეს, მთავრობის ვალდებულებაა ჩაერიოს ამ მიმართულებით“,-  განმარტავს ივა ჭყონია.


ივა ჭყონია კომერსანტთან საუბარში ქვეყნაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზეც ამახვილებს ყურადღებას. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არასტაბილური მდგომარეობა, რომელიც საქართველოშია შექმნილი, ბიზნესზე უარყოფითად ისახება.


„ახლა რაც ქვეყანაში ხდება, აკვირდება მთელი მსოფლიო. რა თქმა უნდა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არის ძალიან ცუდი. პროცესები არასტაბილურობის შეგრძნებას ტოვებს, როდესაც მიმართულება გვაქვს ევროპისკენ აღებული და როდესაც შენი ძირითადი პარტნიორი არის ევროპა, რომელიც მხარს გიჭერს და ამ დროს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსულ აქციის მონაწილეებს ტყვიებს ესვრიან, არ მგონია, რომ დადებით აისახოს ქვეყანაზე. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო დადგეს თავის დონეზე და, პირიქით, ხელი შეუწყოს ბიზნესს.


კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისეთი მავნებლური განცხადებები, იგივე რაც იყო იმპორტიორებისთვის 5 დღის ვადაში გადასახადის გადახდა,  მხოლოდ ნეგატიურად აისახება ყველაფერზე. იმაზეა ყურადღება გასამახვილებელი, რომ ამ რთულ პერიოდში გადავადდეს ეს ცვლილება“, - აცხადებს ივა ჭყონია.


ბაჩო ადამია



თეგები:
ივა ჭყონია



„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...


მსგავსი სიახლეები

up