რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო

რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო

access_time2019-09-18 18:00:07


2019 წელს მოსკოვმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას საბიუჯეტო სფეროს ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი, ასევე საბანკო სისტემის გაძლიერებისთვის 500 მლნ. რუბლი გამოუყო - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში ალექსეი დვინიანინმა.


„ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას. 2019 წლისთვის ის ითვალისწინებს 1,7 მლრდ. რუბლის ღირებულების პროექტების რეალიზებას. ამასთან ერთად რუსეთმა გამოუყო 1 მლრდ. რუბლი ხელფასებზე და პენსიებზე და 500 მლნ. აფხაზეთის საბანკო სისტემის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა ე.წ. ელჩმა.


ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ იზრდება ე.წ. აფხაზეთის საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლები.


ბოლი წლებში რუსეთი ახორციელებს აფხაზეთში და ცხინვალში მასშტაბურ ფინანსურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს. კერძოდ, 2017-2019 წლებში აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამაზე გამოიყო 6 მლრდ. რუბლი (დაახლოებთ 100 მლნ. დოლარი).



ამავე დროს შეიცვალა დახმარების სტრუქტურა - ადრე მთელი ფინანსური ნაკადები მიდიოდა პირდაპირ ბიუჯეტში და წარმოადგენდა მთელი შემოსავლების 70%-ს, რაც იყო პოლიტიკურად წამგებიანი.


ამიტომაც, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას საკუთარი შემოსავლების წილის ხელოვნური გაზრდის მიზნით, დახმარება გაიყო ორ, თითქოს ცალკე ნაწილად - პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება და უკვე ხსენებული საინვესტიციო პროგრამა.


ფაქტობრივად, ეს ერთი და იგივეა, თუმცა პიარის თვალსაზრისით განსხვავდება - ბოლო წლებში ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი შემოსავლების წილი ბიუჯეტში იზრდება და რუსული შენატანი უკვე არ წარმოადგენს 70%-ს.


ფორმალურად ეს მართლაც ასეა, რადგანაც ის ფული, რომელიც დღეს მიდი საინვესტიციო პროგრამებზე, წინა წლებში მიდიოდა ბიუჯეტში, დღეს კი არა, შესაბამისად, ფორმალურად მიზანი მიღწეულია.


თუმცა, ფაქტობრივად, ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო ხარჯების დიდი უმრავლესობა ისევ ფინანსდება რუსეთის მიერ.


ekhokavkaza


თენგიზ აბლოთია



თეგები:
აფხაზეთი



„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up