რუსეთმა ბიუჯეტის მეოთხედი უკრაინასთან ომზე დახარჯა - Forbes

რუსეთმა ბიუჯეტის მეოთხედი უკრაინასთან ომზე დახარჯა - Forbes

access_time2022-11-25 14:55:04

უკრაინის წინააღმდეგ ომის  განმავლობაში, რუსეთმა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის თითქმის მეოთხედია. მონაცემებს ჟურნალ Forbes-ის უკრაინული რედაქცია აქვეყნებს.

გამოცემის მიხედვით, ეს თანხა მოიცავს პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, სტაბილური თავდაცვის ხარჯებისა და სანქციების შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინების გარეშე.

Forbes წერს, რომ ომის გასაგრძელებლად კრემლს მეტი ფული დასჭირდება ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემოსავლების შემცირების, ევროკავშირის გაზის ბაზრის უმეტესი ნაწილის დაკარგვისა და რუსულ ნავთობზე სანქციების ფონზე, რომელიც დეკემბრიდან შევა ძალაში.

ანალიტიკოსების აზრით, შემოდგომაზე რუსეთისთვის ომის ხარჯები გაორმაგდა.


რუსეთი საშუალოდ დღეში 200 დოლარს ხარჯავს  ერთ ჯარისკაცზე. საომარ მოქმედებებში ჩართული სამხედროებისთვის ხელფასის ჯამური ღირებულება, მობილიზაციის შემდეგ, თვეში დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარია. თუ ზაფხულში დაღუპულთა და დაჭრილთათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა თვეში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ომის ბოლო თვეში თანხამ 3.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ ომის ცხრა თვეში რუსეთმა 20.8 მილიარდი დოლარის ტექნიკა დაკარგა.





საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი
access_time2022-12-05 14:30:36
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო...

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.     ირაკლი ღარიბაშვილმა...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

როგორი იყო 2022 წელი საავტომობილო ბაზრისთვის - ავტოიმპორტიორები მომავალ წელს ფასების ზრდას ელიან

როგორი იყო  2022 წელი  საავტომობილო  ბაზრისთვის - ავტოიმპორტიორები მომავალ წელს ფასების ზრდას ელიან
access_time2022-12-05 15:10:11
„2022 წელს მეორეულ ავტომობილებზე ფასები 30-40% ით არის  გაზრდილი , რაც წლის ბოლომდე აღარ გაიზრდება, რადგან ავტომობილების ნაწილი კვლავ გზაშია“-  ამის  შესახებ  „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა. მისი  თქმით, სავარაუდოდ  მომავალ წელს ფასების 10-15% იანი ზრდა  იქნება.  რაც შეეხება მოთხოვნას, ნონიაძე ამბობს, რომ როდესაც ავტომობილებზე  ფასები იზრდება, მოთხოვნა...


მსგავსი სიახლეები

up