რუსეთმა აზერბაიჯანული პომიდვრის იმპორტს პრობლემა შეუქმნა

რუსეთმა აზერბაიჯანული პომიდვრის იმპორტს პრობლემა შეუქმნა

access_time2021-07-15 20:00:12

წლების მანძილზე აზერბაიჯანის არასანავთობო ექსპორტის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის პროდუქციაა, მათ შორის პომიდორი.

 

აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების და სუბსიდირების მიუხედავად, სულ უფრო მეტი ფერმერი აცხადებს, რომ ზარალზე მუშაობს - ეს სხვადასხვა დარგებს ეხება, მაგალითად, საზამთროს მოყვანას.

 

ბოლო პერიოდში პრობლემებზე პომიდვრის მომყვანი გლეხები და ფერმერები ალაპარაკდნენ.

 

ადრე მათი პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთში მიდიოდა, დღეს კი ექსპორტი ამ ქვეყანაში თითქმის შეჩერებულია და პომიდვრის შესასყიდი ფასები მინიმუმამდე დაეცა, ხშირ შემთხვევაში ის თვითღირებულებაზე დაბალია.

 

ფერმერები ყვებიან, რომ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გართულებულია და ზოგჯერ დიდი პარტიები გზაშივე ფუჭდება, რის გამოც ფერმერებს საბანკო სესხების გასტუმრების საშუალება აღარ რჩებათ.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული კვლევების ცენტრის დირექტორის ფირდოუსი ფიკრეტზადეს თქმით, ამ წელს აზერბაიჯანში პომიდორი 70-75%-ით გაიაფდა.

 


„რუსეთის მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო, ექსპორტი 35 000 ტონით შემცირდა, ეს კი ნიშნავს, რომ მთელი ჭარბი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ნაწილდება, რომელზეც ამხელა მოთხოვნა ვერაფრით ვერ იქნება“, - ამბობს ის.

 

ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლიდა პომიდვრის გადამუშავება, მაგრამ ქვეყანაში ამისთვის არასაკმარისი სიმძლავრეებია და ადგილობრივი საწარმოების მოთხოვნა მიწოდების დღეისთვის არსებულ რაოდენობას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანს ამდენი პომიდორი უბრალოდ არ სჭირდება.

 

ფერმერები მოსავლის გასაღების უმწვავესი პრობლემის წინაშე დგანან.

 

„შესაძლებელია ჭარბი პომიდვრის ექსპორტი საქართველოში, თუმცა, ეს ძალიან მცირე ბაზარია, რომელიც დანაკარგებს ვერანაირად ვერ აგვინაზღაურებს.  ევროპაზე საუბარიც ზედმეტია - იქ ძალიან მკაცრი მოთხოვნებია, როგორც ხარისხის, ასევე გარეგნული მხარის მიმართ. მაგალითად, ევროკავშირში გასაყიდ ყოველ პარტიაში ერთი ზომის პროდუქტი უნდა იყოს, ჩვენ კი ამას ვერ უზრუნველვყოფთ“, - ამბობს ფიკრეტოვი.

 

2020 წლის დეკემბერში რუსეთმა აზერბაიჯანული პომიდვრის და ვაშლის იმპორტი აკრძალა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის სასურსათო უსაფრთხოების სააგენტო რუსულ მხარესთან გარდამავალი წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს.

 

ამ დროისთვის რუსულმა მხარემ 150 ფერმიდან პროდუქტის იმპორტი დაუშვა, თუმცა,  ეს ადგილობრივი პომიდვრის წარმოებისთვის დიდი შეღავათი არაა - პრობლემა ისევ გადაუწყვეტელი რჩება და ადგილობრივი ფერმერები ზარალს ითვლიან.

 

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე არაერთგვაროვანი ვითარება შეიქმნა - ერთის მხრივ, რუსეთში ექსპორტის ვარდნამ პროდუქტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

 

მეორეს მხრივ, ადგილობრივი მოხმარება წარმოებაზე გაცილებით ნაკლებია. მესამე კი ისაა,  რომ არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები რუსეთის მხრიდან და ცხადია, რომ ადრე თუ გვიან აზერბაიჯანელ ფერმერებს გასაღების სხვა ბაზრებზე ფიქრი მოუწევთ.

 

haqqin.az





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up