რუსეთმა აზერბაიჯანიდან პომიდვრისა და ვაშლის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა აზერბაიჯანიდან პომიდვრისა და ვაშლის იმპორტი აკრძალა

access_time2020-12-09 20:00:04

რუსეთის სასოფლო სამეურნეო ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) აზერბაიჯანიდან პომიდვრისა და ვაშლის იმპორტი აკრძალა.  გადაწყვეტილება ძალაში 10 დეკემბრიდან შედის.

 

უწყების განცხადებით, მან რამდენჯერმე აცნობა აზერბაიჯანის სასურსათო უსაფრთხოების სამსახურს პროდუქციაში დარღვევების გამოვლენის გახშირებული შემთხვევების თაობაზე, თუმცა, ამ გაფრთხილებებს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

„2020 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ პომიდორსა და ვაშლში სხვადასხვა მიკროორგანიზმების აღმოჩენის 17 ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენ ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს მივაწოდეთ და მათი მხრიდან შესაბამის რეაგირებამოველით.  ზომების მიღების შემთხვევაში, აკრძალვა მოიხსნება“ - ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში.

 

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, აზერბაიჯანი რუსეთში პომიდვრის უმსხვილესი ექსპორტიორია. 2019 წელს აზერბაიჯანიდან რუსეთში 189,1 მლნ. დოლარის  172 000 ტონა პომიდორი შემოვიდა.

 

მეორე ადგილზე თურქეთი  - 93 900. ტონა (113,6 მლნ. დოლარი), მესამე - ჩინეთი - 69 400 ტონა (84,1 მლნ. დოლარი) იყო.

 

2020 წელსაც აზერბაიჯანი რუსეთში პომიდვრის ექსპორტიორთა შორის ლიდერობას ინარჩუნებს   -  ამ წლის 10 თვის მონაცემებით რუსეთში აზერბაიჯანიდან 169,6 მლნ. დოლარის ღირებულების 153 000 ტონა პომიდვრის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზე თურქეთია, მესამეზე - ბელორუსია.


 

რუსეთში ვაშლის იმპორტის თვალსაზრისით, აზერბაიჯანი 2019 წელს ლიდერთა სამეულში იყო, 2020-ში კი მე-5 ადგილზეა. ვაშლის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთში მოლდოვაა, რომელმაც 2019 წელს ქვეყანაში 107,6 მლნ. დოლარის 250 000 ტონა გაყიდა, 2020 წლის 10 თვეში კი - 182 200 ტონა (108,9 მლნ. დოლარი).

 

აზერბაიჯანმა რუსეთში 88 500 ტონა ვაშლი გაყიდა (36მ,7 მლნ. დოლარი), ხოლო 2020 წლის 10 თვეში - 34 500 ტონა (14,5 მლნ. დოლარი).

 

პირველად აზერბაიჯანულ პროდუქციაში ვირუსების აღმოჩენის თაობაზე როსსელხოზნადორმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა. უწყების ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისიდან ან ქვეყნიდან შემოსულ ხილ-ბოსტნეულში მავნებლები 76-ჯერ გამოვლინდა. პომიდვრისა და ვაშლის გარდა ვირუსები ქლიავში, ატამში, კარტოფილში, ბალში, ვაშლატამაში, და ბროწეულში აღმოჩნდა.

 

აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სამსახური რუსი კოლეგების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს  - უწყებამ განაცხადა, რომ “როსსელხოზნადროზის“ მიერ ჩამოთვლილი მავნებლები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საერთოდ არ არსებობენ.

 

თუმცა, სამსახურმა განცხადა, რომ რუსული უწყების ინფორმაციის თაობაზე შესაბამის გამოძიებას უკვე ატარებს.

 

რუსეთში შესაძლოა სომხური პომიდვრის იმპორტიც აიკრძალოს - „როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, სომხურ პომიდორში ასევე აღმოჩენილია ვირუსი.

 

ჩვენ სომხურ მხარეს შესაბამისი ზომების მიღება ვთხოვეთ. წინააღდეგ შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით მივიღოთ ზომები, რადგანაც სომხურ პომიდორში აღმოჩენილი მავნებელი შესაძლოა რუსეთის სოფლის მეურნეობისთვის საზიანო აღმოჩნდეს“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


rbc.ru


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up