რუსეთმა ასადი ფულის გარეშე დატოვა – სირიის ვალუტა 4 დღეში 50%-ით გაუფასურდა

რუსეთმა ასადი ფულის გარეშე დატოვა – სირიის ვალუტა 4 დღეში 50%-ით გაუფასურდა

access_time2020-06-12 15:50:07

სირია მძიმე სავალუტო კრიზის განიცდის. სირიული ფუნტი დოლართან მიმართებით საგრძნობლად გაუფასურდა და გასული კვირის შუაში ისტორიული მინიმუმიც კი დააფიქსირა. ვალუტა განიცდის ყოველღიურ ვარდნას: გასულ ხუთშაბათს, 4 ივნისს, დოლარის ფასმა პირველად მიაღწია 2000 ფუნტის ნიშნულს. სამშაბათს, 9 ივნისს, ღირებულებამ 3000 ფუნტს მიაღწია, ხოლო ოთხშაბათს 3500 ფუნტს.


კვირის განმავლობაში, სირიული ფუნტისთვის დოლარი 75%–ით გაძვირდა, წლის დასაწყისიდან 250% ით, ხოლო სამოქალაქო ომის 9 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 83-ჯერ გაძირდა.


პროცესი მას შემდგომ გამძაფრდა, რაც აშშ-მა სანქციები გაამკაცარა სირიასთან მიმართებით იმდენად, რომ ქვეყანაში გარიგების დადებას რუსული სტრუქტურებიც ერიდებიან. სანქციებმა დევალვაციის ახალი ტალღის პროვოცირება მოახდინა. 17 ივნისიდან ძალაში შედის ამერიკის Caesar Act-ი, რომელიც ინვესტორებს უკრძალავს ისეთი გარიგებების დადებას, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ბაშარ ალ-ასადის მთავრობაში დახმარების აღმოჩენად, მათ შორის ინვესტიციების ჩადებას ქვეყნის განადგურებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაში.


„სირიაში ფულადი გზავნილების განხორციელების პერიოდი 2-დან 3 კვირამდე მერყეობს. ივნისის დასაწყისიდან ქვეყანაში ფულადი ნაკადების შესვლა საგრძნობლად შემცირდა“, – აცხადებს Chatham House-ის უფროსი მკვლევარი, ზაკი მეხჩი. მისი განცხადებითვე, უცხოური კომპანიები, რომლებიც ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს, იგივე რუსული კომპანიები, არ აპირებენ გარისკვას.



Reuters-თან საუბრისას სავალუტო დილერები აცხადებენ, რომ უამრავმა კომპანიამ შეაჩერა ყველა გარიგება, რამაც შეანელა ვალუტის შემოდინება ეკონომიკაში. ამასთან, ქვეყანაში მოთხოვნა დოლარზე მკვეთრად გაიზარდა.


სირიისთვის ეს დარტყმა, მძიმე აღმოჩნდა ლიბიისთვისაც, რომელიც ემსახურებოდნენ გადახდებს. მარტში, ლიბიამ დეფოლტზე განაცხადა, რადგან ვერ შეძლო 1.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ევროობლიგაციების გამოსყიდვა.


აღნიშნულის შესახებ გამოცემა finanz.ru წერს.

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up