რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე  მომუშავე მეღვინეები დიდ გაურკვევლობაში არიან

რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე მომუშავე მეღვინეები დიდ გაურკვევლობაში არიან

access_time2022-04-04 12:00:45


რუსეთის ბაზრებზე მომუშავე ქართველი მეღვინეებისთვის რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საკმაოდ რთულია. ღვინის ექსპორტიორები  აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის გამო ექსპორტი ისედაც შეუძლებელია, მაგრამ ვერც რუსეთის ბაზარზე გააქვთ მაღალი რისკის გამო, ამიტომ მოლოდინის რეჟიმში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ღვინო ძვირდება და ნედლეულთან დაკავშირებით დეფიციტზეც უკვე საუბრობენ, მეღვინეები არ ჩქარობენ და მოვლენებს აკვირდებიან.  

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

კომპანია ,,კახურის“ წარმომადგენელი გიორგი ფაშალიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ღვინოს ფასი ადგილობრივ ბაზარზეც მატულობს, რაც ნედლეულის გაძვირებით არის გამოწვეული.

,,ბაზრების დივერსიფიცირება დიდი ხნის წინ მოვახდინეთ და ღვინო რამდენიმე ქვეყანაში გაგვაქვს, მათ შორის, უკრაინასა და რუსეთში. ეს მიმართულებები ჯერჯერობით გავაჩერეთ, სიტუაციას ვაკვირდებით. ველოდებით მდგომარეობის დასტაბილურებას, იმედია, რომ დამთავრდება ომი და გადაზიდვები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, მაგრამ ჯერ თავს შევიკავებთ. ომის გავლენა დღესდღეობით თითქმის ყველა ქვეყანაში იგრძნობა, რადგან ლოგისტიკაში სერიოზული ცვლილება გამოიწვია. გადაზიდვები გაძვირდა და ამავე დროს ნედლეულის ფასმაც მოიმატა, რაც გარკვეულ გავლენას წარმოებული პროდუქციის ფასზეც ახდენს. საწარმოო მასალიდან განსაკუთრებით მინის ტარა გაგვიძვირდა. საცობების ფასი მეტნაკლებად შენარჩუნებულია. ცხადია, საფასო პოლიტიკა შეიცვლება, თუმცა ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, კონკრეტულად რამდენით გაუძვირდება ქართული ღვინო მომხმარებელს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ გიორგი ფაშალიშვილი.


უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით ექსპორტი შეაჩერა ,,თელავის ღვინის მარანმაც“. კომპანიის  დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ ზომები წინასწარ მიიღეს და ომის დაწყებამდეც შეაჩერეს გადაზიდვები აღნიშნულ ბაზრებზე.

,,ომია და მაქსიმალურად გვაქვს ჩვენი რისკები გათვლილი. უკრაინა ისედაც გასაგებია, მაგრამ ღვინო ვერც რუსეთში შეგვაქვს. ვაკვირდებით მდგომარეობას, დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენთვის რუსეთს დიდი წილი არ უჭირავს, რაც ნიშნავს, რომ ალტერნატივა გვაქვს. ცხადია, დანაკარგი იქნება, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია პროგნოზირება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის რუსეთს არ უჭირავს პირველი ადგილი და არც უკრაინის ბაზარია გადამწყვეტი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობისთვის, ჯერჯერობით სერიოზული ზარალს არ განვიცდით“, - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი ,,კომერსანტთან“.

ექსპორტიორის ინფორმაციით,  რუსეთისა და უკრაინის წილი ჯამურად მთელი წარმოების დაახლოებით 25%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტი 2022 წელს რუსეთში ადგილობრივი წარმოების ღვინის 15–20%–ით გაძვირებას ელოდება.

როგორც RBC.RU-ს რუსეთის მევენახეებისა და მეღვინეების ასოციაციის თავმჯდომარემ ოლეგ რეპინმა განუცხადა,  საყურადღებოა გაძვირებულია დამხმარე მასალები და მასტაბილურებელი ნივთიერებები, რომელთა 100% იმპორტულია.

ცნობისთვის, აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან ექსპორტში 21% ქართულ ღვინოზე მოდის. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საქართველოდან 107 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რომლიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წელს, როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რუსეთის ბაზარზე 62 115 759 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა (131 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ს შეადგენს.

იგივე მონაცემმა უკრაინის შემთხვევაში 12 921 321 ბოთლი შეადგინა (25 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ღვინის ექსპორტის 10%-ია. 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up