ფქვილის მწარმოებლები ყაზახური ხორბლის შემოტანაზე : „რუსეთის ხორბლის მთლაინად ჩანაცვლებას არ ველოდებით“

ფქვილის მწარმოებლები ყაზახური ხორბლის შემოტანაზე : „რუსეთის ხორბლის მთლაინად ჩანაცვლებას არ ველოდებით“

access_time2019-05-17 12:00:01


“სამი ტრანზიტული ქვეყნიდან მხოლოდ ყაზახეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების სუბსიდირება  მცირედით შეუწყობს ხელს ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირების საკითხს, თუმცა ეს დადებითი მოვლენაა დივერსიფიცირების თვალსაზრისით, — ასე აფასებს “ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა „კომერსანტთან“ საუბარში ეკონომიკის მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და  საკუთარ ტერიტორიაზე, სუბსიდირებას გაუკეთებს ხორბლის გადაზიდვებს, რაც საქართველოში უფრო დიდი მოცულობით ყაზახური ხორბლის შემოტანას შეუწყობს ხელს.


საქართველოს ბოლო სამი წელია ხორბლის 90% რუსეთიდან შემოაქვს. ერთი ტონა მარცვლეული დაახლოებით 244 აშშ დოლარი ღირს. ეს საქართველოსთვის ამჟამად ყველაზე მისაღები ფასია. შუა აზიური ხორბალი 260 დოლარი ჯდება, თუმცა რადგან ყაზახურმა მხარემ ტრანსპორტირების სუდსიდირება თავის თავზე აიღო, პროდუქტის თვითღირებულებაც შემცირდება.


„ 4-5 წლის წინ ყაზახური ხორბალი ქართულ ბაზარზე საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი. მას ბაზრის 30-40% ეკავა. ყაზახეთიდან მომავალი ხორბალი გაივლის სამ ქვეყანას - ყაზახეთს, კასპიის ზღვით აზერბაიჯანს და მერე შემოვა საქართველოში, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტრანსპორტირების ტარიფის სუბსიდირება ხდება მხოლოდ ყაზახეთში. შესაბამისად, არ ვიცით ეს ტარიფზე როგორ იმოქმედებს.  ეს დადებითი მოვლენაა, თუმცა რამდენად შემცირდება ტარიფი მას შემდეგ გვეცოდინება, რაც ორმხრივი შეთანხმება უკვე გაწერილი იქნება. ეს იმოქმედებს რაღაც რაოდენობის ხორბალზე ყაზახეთიდან, თუმცა რა რაოდენობის პროდუქტზე იქნება საუბარი და რამდენად დიდი მოცულობები იქნება,  ეს დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრის ფასების ცვლილებაზე, — ამბობს სილაგავა.


მისი აზრით, დღეს ქართული ბაზარი უმეტესად დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე, რადგან იქაური ტარიფი სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესია. აქედან გამომდინარე, მთლიანად რუსეთის ხორბლის ჩანაცვლებას არ ველოდებით.



არ ვფიქრობ, რომ ყაზახური ხორბალი რუსულ ხორბალს მთლიანად ჩაანაცვლებს. თავისუფლად შეიძლება ჩვენს ბაზარზე ორივე ქვეყნის მარცვლეული იყოს წარმოდგენილი. ეს ერთი მეორეს ხელს არ უშლის, თუნდაც იმიტომ, რომ წისქვილკომბინატებს შეუძლიათ ე.წ. კუპაჟი გააკეთონ: რუსული ხორბალი ყაზახურს შეურიონ და საკმაოდ კარგი ხორბალი მიიღონ, რომლითაც მაღალი ხარისხის ფქვილს გამოუშვებენ. თუ ყაზახეთის ხორბლის ფასი იქნება კონკურენტული, აუცილებად შემოვიტანთ. დაველოდოთ სასტარტო ფასების გამოცხადებას რუსეთსა და ყაზახეთში,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.


კომერსანტი დაინტერესდა ასევე ხორბლის იმპორტიორი კომპანიების მოსაზრებით ამ თემასთან დაკავშირებით .


კომპანია „აგროკომის“ წარმომადგენელი ქეთი ხაჩიური  ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ყაზახეთის ხორბალმა უნდა შეცვალოს ხორბლის ბაზარზე მოქმედების წესები, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია რა სახის სატარიფო შეღავათებზეა საუბარი.


„კარგი იქნება ხორბლის ბაზარზე მოხდეს დივერსიფიცირება და 100%-ით  რუსეთზე არ ვიყოთ დამოკიდებული, მაგრამ საამისოდ ბევრი რამე უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში ტარიფმა მართლა უნდა დაიკლოს, თუ ტარიფი გახდება კონკურენტუნარიანი ეს იქნება ძალიან კარგი.  მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა შეღვათებზე ვსაურბრობთ და როგორი კონკურენტუნარიანი იქნება ეს ტარიფი რუსული ხორბლის ტრანსპორტირებასთან მიმართებაში, რადგან წელს რუსეთმაც სუბსიდირება გაუკეთა ტრანსპორტირებას საქართველოში, ამან დიდი გავლენა ვერ მოახდინა ბაზარზე. იმედი მაქვს, რომ ყაზახეთის ხორბალი შეცვლის ბაზარზე მოქმედების წესებს.  ჩვენ ყაზახური ხორბალი ძალიან გვჭირდება,  რომლის ხარისხი დადასტურებულია და ვარგისია პურის საცხობად,“ - აცხადებს ქეთი ხაჩიური.





მარიამ მორგოშია






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up