რუსეთის ხელისუფლებამ, 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა

რუსეთის ხელისუფლებამ, 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა

access_time2017-08-09 13:34:11

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა. 

 

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო დავებში ეს უპრეცედენტო მოვლენაა. 

 


„12 ივლისს პუტინის ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევრო ჩაურიცხა. საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილის საქმე, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა იმ უამრავ საქმეს შორის, რომელთა განხილვაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის ფარგლებში დააკმაყოფილა. რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და დაზარალებულს კომპენსაცია აუნაზღაურა. გასული წლის 21 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელე შიოშვილის საჩივარი დააკმაყოფილა და რუსეთს მორალური ზაინის ანაზღაურებისთვის 30 000 ევროს გადახდა დააკისრა. 2006 წლის 20 ოქტომბერს, რუსმა სამართალდამცველებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს. შემდეგ კი უკვე ცხრა თვის ფეხმძიმეს, საქართველოსკენ მატარებლით მგზავრობისას დაღესტანში ქალაქ დერბენდში დოკუმენტების გაუმართაობის მოტივით გზის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ მისცეს. ასთმით დაავადებული ცხრა თვის ფეხმძიმე ქალი, 4 მცირეწლოვან ბავშვთან და სხვა ქართველებთან ერთად, 2 კვირის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. უკიდურესად გაწამებულმა ქართულმა ოჯახმა, მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში შეძლო ფეხით გადმოევლო დაღესტან-აზერბაიჯანის საზღვარი. 15 დეკემბერს კი გურჯაანის საავადმყოფოში ლია შიოშვილის მშობიარობა უმძიმესი შედეგით დასრულდა“, - აღნიშნულია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ 2006-2007 წლებში საქართველოს 7000-ზე მეტი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. 

ლია შიოშვილისა და კიდევ 10 დეპორტირებულის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს.



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up