იანვარ-თებერვალში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.8%-ით $495 მლნ-მდე შემცირდა. ცვლილებებია საექსპორტო პარტნიორების მხრივაც პირველ ადგილზე მყოფი ჩინეთი ისევ რუსეთმა ჩაანაცვლა.
ორ თვეში რუსეთში ექსპორტი 17.2%-ით $71 მლნ-მდე გაიზარდა. ზრდა ძირითადად ფეროშენადნობებისა და მინერალური წყლების ხარჯზე მოხერხდა. რუსეთის წილი ექსპორტში 11.4%-დან 14.4%-მდე გაიზარდა.
ჩინეთი, რომელიც გასულ წელს პირველ ადგილს იკავებდა, დღეს 13%-იანი კლების შემდეგ მესამე ადგილზე დაქვეითდა. ექსპორტის მოცულობა $62 მლნ-დან $54 მლნ-მდე შემცირდა. კლება ძირითადად სპილენძის მადნებზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.
25-30 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ასევე ათეულში შემავალ აზერბაჯანში, ბულგარეთში, სომხეთსა და შვეიცარიაში.
ცალ-ცალკე თვეების მიხედვით იანვარში 16.2%-იანი კლება, თებერვალში კი 2.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2020 წელს ექსპორტი 12%-ით $3.342 მლრდ-მდე შემცირდა. მთელი წლის განმავლობაში მატება მხოლოდ 2-ჯერ იანვარსა და სექტემბერში დაფიქსირდა. გასული წლის მარტიდან ვარდნამ 20%-ს გადააჭარბა, მის ფონზე 2021 წლის მარტში უფრო მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.