რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 6 თვის შემდეგ ხორბლის მიწოდება გაუმჯობესდა, თუმცა მიმდინარე ომის გამო საფრთხე მაინც რჩება

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 6 თვის შემდეგ ხორბლის მიწოდება გაუმჯობესდა, თუმცა მიმდინარე ომის გამო საფრთხე მაინც რჩება

access_time2022-08-26 18:30:00

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ევროპაში ათწლეულების მანძილზე არსებული სიმშვიდე შეარყია და მთელი რიგი ძვრები გამოიწვია, მათ შორის ფასის აქვეყნებს.

 

შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც უკრაინას და რუსეთს მოიცავს და ნაყოფიერი ნიადაგისა და მარცვლეულის წარმოების მაღალი მაჩვენებლის „მსოფლიო პურის კალათად“ მოიაზრება, გლობალურად ხორბლის  ექსპორტის თითქმის 30% -ს  შეადგენენ და ზოგიერთი  ქვეყანა, განსაკუთრებით  კი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში მდებარე ქვეყნები დიდწილად რეგიონის ხორბალზეა დამოკიდებული.

 

24 თებერვალს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარცვლეულის ექსპორტი ფაქტობრივად შეწყდა, ხოლო ხორბლის  ფასი გაიზარდა.  შავი ზღვის გავლით მიწოდების ჯაჭვის განსაახლებლად კი უკრაინას ხუთ თვეზე მეტი დასჭირდა, რამაც ხორბლის მიწოდების სხვა ფაქტორებთან ერთად პროგნოზი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა ხორბლის მიწოდება  და სასურსათო უსაფრთხოება კვლავ საფრთხის ქვეშაა.

 

როდესაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ბევრი კითხვისნიშანი გაჩნდა, მაგალითად  როგორ ან  როდის შეძლებდა უკრაინა მარცვლეულის გადაზიდვას? რა ბედი ეწეოდა მოსავალს იმ შემთხვევაში თუ ფერმერები თავიანთ  მიწას ვერ მოუვლიდნენ და შეძლებდა თუ  არა რუსეთი მარცვლეულის შენარჩუნებას?

 

ამ მიზეზების გამო ხორბალზე მარტში ფასებმა აიწია, მაისის შუა რიცხვებიდან კი პიკს მიაღწია, ამის შემდეგ დაიწყო ვარდნა. გამომდინარე იქიდან, რომ ომი კვლავ აქტიურ ფაზაში იყო, უკრაინა ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა პორტებიდან მარცვლეულის გატანას. ტეხასის A&M უნივერსიტეტის მარცვლეულის ბაზრის ეკონომისტმა ჯ. მარკ უელჩმა თქვა, რომ იმ დროისთვის გლობალური სურათი უფრო ნათელი გახდა, რადგან ივნისსა და ივლისში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებმა ზამთრის ხორბლის მოსავლის აღება დაიწყეს, რამაც შეშფოთება შეამსუბუქა, გარდა ამისა უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტი სახმელეთო გზით შეძლო.

 


22 ივლისს გაეროს  შუამავლობით თურქეთთან, უკრაინასთან და რუსეთთან, დაიდო შეთანხმება, რომელიც  შავი ზღვის  გავლით უკრაინის ექსპორტის აღდგენას გულისხმობდა, რის შედეგადაც ხორბლის ფასი ომამდელ  ნიშნულამდე დააბრუნა. 1  აგვისტოს შავი  ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის პირველი გემი ოდესის პორტიდან დაიძრა.

 


 

მოსალოდნელია, რომ  უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი წელს შემცირდება, თუმცა 2022 წლის მოსავლის დიდი ნაწილი უკრაინელი ფერმერების  შრომისუნარიანობის გამო დაიზოგება, აღნიშნა უელჩმა, მისივე თქმით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი როგორც წესი გლობალური ექსპორტის 12%  -ს  შეადგენს, რაც 2021  წელს პროგნოზირებულის 2/3.


თუმცა უელჩი აღნიშნავს, რომ ამ  დეფიციტის  ანაზღაურება  შესაძლებელია სხვა, მაგალითად  კანადური მარცვლეულით. აშშ და კანადა, რომლებსაც 2021 წელს გვალვის გამო ხორბლის ცუდი მოსავალი ჰქონდათ წელს უკეთესი აქვს.

 

ამიტომ უელჩი ვარაუდობს, რომ ამ დეფიციტის ჩანაცვლება კანადური კულტურებით მოხდება. თუმცა მისივე თქმით კანადის ჭარბი მოსავალი არ ნიშნავს  იმას, რომ მისი  ტრანსპორტირება უკრაინაზე დამოკიდებულ ბაზრებზე მარტივი იქნება. მაგალითად იემენში ან ლიბანში ხორბლის ტრანსპორტირება სავარაუდოდ ბევრად უფრო ძვირი და ლოგისტიკურად რთული იქნება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადავიტანთ მარცვლეულს, თუ თქვენ ხართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შეზღუდული რესურსები ან დაბალი შემოსავლები,შეიძლება სასურსათო დაუცველობა შეექმნათ, - განმარტა უელჩმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოდესის პორტის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, დღის წესრიგში ბევრი გაურკვევლობა და ცვალებადობა რჩება, მათ შორის ხორბლის მიწოდების საკითხები.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up