რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

access_time2019-06-26 18:30:58


რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია.


„ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში.


როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს სხვა ქალაქების გავლით.



უკვე გაჩნდა სხვადასხვა ვარიანტები - მაგალითად, ჩასვლა თვითმფრინავით ბაქოში ან ერევანში, იქედან კი - უფასო ავტობუსებით თბილისამდე.


ასევე არის სხვა შესაძლებლობები - საქართველოში ჩამოსვლა მინსკის ამ კიევის გავლით.



Newsru.com





წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up