რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

access_time2022-01-22 21:00:29

მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები. პუტინის მთავარი მოთხოვნაა ოფიციალური დაპირება, რომ არასოდეს დაუშვან უკრაინა და საქართველო ნატოში, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია.

როგორც დასავლური, ასევე უკრაინული და რუსული ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 150 ათასიანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს თავმოყრილი და ომის საფრთხე საკმაოდ დიდია. რა შეიძლება უკრაინამ დაუპირისპიროს და როგორია ძალთა თანაფარდობა,  გთავაზობთ Global Firepower-ის 2022 წლის მონაცემებს:


უკრაინა

• თავდაცვის ბიუჯეტი - $11 870 000 000;

 სარეზერვო სამხედრო ძალა - 250 000;

 აქტიური სამხედრო ძალა  - 200 000.


რუსეთი

 თავდაცვის ბიუჯეტი - $154 000 000 000;

 სარეზერვო სამხედრო ძალა - 250 000;

 აქტიური სამხედრო ძალა - 850 000. 


Global Firepower-ის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებაშია 2 596 ტანკი და 12 303 ჯავშანმანქანა. რუსეთს 12 420 ტანკი და 30 122 ჯავშანმანქანა აქვს.

დიდი უპირატესობა აქვს რუსეთს საბრძოლო ავიაციაშიც. რუსეთის 1 511, ხოლო უკრაინას 98 მოიერიშე თვითმფრინავი აქვს. რუსეთის განკარგულებაშია, ასევე 544 მოიერიშე ვერტმფრენი, მაშინ როცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მათი რაოდენობა 34 ერთეულია.

რაც შეეხება არტილერიას, რუსეთის განკარგულებაშია 7 571 ბუქსირებადი და 6 574 თვითმავალი ქვემეხი, ასევე 3 391 მობილური რაკეტის გამშვები. უკრაინის არტილერია სულ 1 067 თვითმავალ და 2 040 ბუქსირებად ქვემეხს ითვლის. მობილური რაკეტის გამშვებები უკრაინის არმიაში 490 ერთეულს არ აღემატება.

უკრაინის საზღვაო ძალები 1 ფრეგატს 1 ნაღმოსანს და 13 საპატრულო კატარღას, რუსეთი 11 ფრეგატს, 49 ნაღმოსანს, 59 საპატრულო კატარღას, 80 კორვეტს, 70 წყალქვეშა ნავს, 1 კრეისერს და 15 სადესანტო ხომალდს დაუპირისპირებს. 

Global Firepower-ის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ადგენს არმიების რეიტინგს, მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის უკრაინის არმიას 22-ე ადგილი უკავია, ხოლო რუსეთი რეიტინგში მეორეა.


შეგახსენებთ, რუსეთმა 100 000 ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინის საზღვართან და მოითხოვა, ქვეყანა არასოდეს გახდეს ნატოს წევრი. წარუმატებელი მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ დასავლელმა და რუსმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიციები გაყოფილია უსაფრთხოების კონფლიქტის ინტერესების გამო და სამხედრო კონფლიქტის მუდმივ რისკებზე გაამახვილეს ყურადღება.


აშშ-მა უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში დაეხმარება. დახმარება მოიცავს 200 000 ფუნტამდე ლეტალურ დახმარებას, მათ შორის უკრაინის ფრონტზე მყოფი სამხედროებისთვის საბრძოლო მასალას.  სამხედრო დახმარება და 2014 წლის შემდეგ დახარჯული $2.7 მილიარდი მეტყველებს აშშ-ის ერთგულებაზე, დაეხმაროს უკრაინას თავდაცვის გაძლიერებაში რუსული აგრესიის ფონზე. 



Bloomberg-ის ინფორმაციით, დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციას განიხილავს. გეგმის მიხედვით, პერსონალს, რომელთა ადგილზე ყოფნა აუცილებელი არ არის, გამგზავრება ნებაყოფლობით შეუძლია, ხოლო დიპლომატების ოჯახებს სახლში დაბრუნება დაევალებათ.


მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების გამო ბრიტანეთმა უკრაინას თავდაცვის შეიარაღება გადასცა, ხოლო რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო შვედეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ მზადყოფნას რეგიონებში, მათ შორის ბალტიის ზღვის კუნძულ გოთლანდზე. კუნძული მდებარეობს კალინინგრადის მძიმედ მილიტარიზებული რუსული ექსკლავის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 200 მილის დაშორებით.





წყარო: "ბიზნეს ფორმულა"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up