რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკრაინასთან ომის დაწყების 9 თვის განმავლობაში საბრძოლო პერსონალის 15 პროცენტი დაკარგა, - ასეთი დასკვნამდე მივიდა გამოცემა „პროექტი“. გამოცემის გამოთვლით, უკრაინაში შეჭრამდე შავი ზღვის ფლოტი 275 გემისა და ხომალდისგან შედგებოდა, რომელთაგან მხოლოდ 58 იყო საბრძოლო. ხოლო საპატრულო კატარღების გათვალისწინებით, მთლიანობაში ფლოტში 74 საბრძოლო ერთეული იყო.
პროექტმა შეისწავლა გემების დანაკარგების შესახებ საჯარო მონაცემები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ომის დაწყებიდან შავი ზღვის ფლოტის მინიმუმ 12 გემი და კატარღა ჩაიძირა ან ძლიერ დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინასთან ომის დროს ფლოტის მთლიანი დანაკარგების შესახებ ანგარიში არ წარმოუდგენია.