ალექსეი ნავალნიმ ვლადიმირის რეგიონში არსებულ სასჯელაღსრულების კოლონიაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონალური განყოფილების განცხადებაშია აღნიშნული.
„24 მარტს, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დაწესებულებებმა ვლადიმირის რეგიონში ჩაატარეს სამედიცინო გამოკვლევები პატიმრების მოთხოვნით. იმ პირებს შორის, რომლებსაც გამოკვლევა ჩაუტარდათ, ალექსეი ნავალნიც იყო. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია,“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნავალნის ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ გუშინ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი თქმით, ადვოკატებს ნავალნის ნახვის უფლებას არ აძლევენ.
IPN.GE