რუსეთის სასამართლომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, Google და Meta (Facebook) მილიონობით დოლარით დააჯარიმა. სასამართლომ Google-ს ჯარიმის სახით 7.2 მილიარდი რუბლის ($98 მილიონი), Meta-ს კი 2 მილიარდი რუბლის ($27 მილიონი) გადახდა დააკისრა.
სოლიდური ჯარიმის მიზეზი ტექნოლოგიური გიგანტების "დაუმორჩილებლობაა": მათ საკუთარი სოციალური პლატფორმებიდან არ წაშალეს ის მასალა, რომელსაც რუსეთის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანო "უკანონოდ" მიიჩნევდა.
როგორც მარეგულირებელი ორგანო, როსკომნადზორი განმარტავს, სახელმწიფოს მხრიდან გაფრთხილებების მიუხედავად, Facebook-დან და Instagram-იდან არ წაშლილა 2 000-მდე პოსტი, რომელიც წინააღმდეგობაში იყო რუსეთის კანონმდებლობასთან. რაც შეეხება Google-ს, მის პლატფორმებზე 2 600-მდე "აკრძალული შინაარსის" პოსტი ინახება.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთის მარეგულირებელი ორგანო აქტიურად ცდილობს სოციალურ პლატფორმებზე მომხმარებლების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ცენზურის დაწესებას.
ცნობისთვის, ამერიკული კომპანიები ხშირად არღვევენ რუსულ ცენზურას. მხოლოდ 2021 წელს კომპანია Google-ს, მარეგულირებლის განკარგულებების დარღვევის გამო, 430 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი.