რუსეთის სამხრეთ კავკასიას ახალ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას სთავაზობს

რუსეთის სამხრეთ კავკასიას ახალ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას სთავაზობს

access_time2021-01-16 12:00:53

სომხეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე მეგრის სარკინიგზო სადგური მთლიანად დანგრეულია. ვაგზლის შენობა დიდი ხნის მიტოვებულია, რელსები კი ბალახითაა დაფარული.

 

საბჭოთა დროში მოქმედი სარკინიგზო მაგისტრალისგან თითქმის არაფერია დარჩენილი - ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თურქეთისკენ მიდის და ამ დროისთვის ის მთლიანად დემონტირებულია.

 

1992 წელს მეგრის სადგურის გავლით ბაქოდან ერევნამდე მატარებელი დადიოდა, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ომი დაიწყო, რომელმაც სარკინიგზო მიმოსვლა მთლიანად შეწყვიტა.

 

თუმცა, 2020 წლის შემოდგომაზე ყველაფერი შეიცვალა, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის მიერ წართმეული ტერიტორიები 44 დღეში დაიბრუნა და დღეს ორივე მხარემ რუსეთის შუამდგომლობით, სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყო.

 

დასახული გეგმების რეალიზებად დიდი ინვესტიციები დასჭირდება, თუმცა პროექტი ბაქოსთვის და ერევნისთვის ძალიან მომგებიანია.

 

ეს საკითხი რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებს შორის მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს. პირველად ომის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ.

 

მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნები სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას გეგმავენ. ეს კი ომით და ზიზღით გაჟღენთილ რეგიონს ახალ ეკონომიკურ პერსპექტივებს უხსნის.


 

იდეების რეალიზებისთვის პუტინი, ალიევი და პაშინიანი სამი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ინფრასტრუქტურული გეგმების რეალიზებას აქამდე მთიან ყარაბაღში გადაუწყვეტელი კონფლიქტი აფერხებდა, თუმცა, უკვე დასრულებულმა ომმა ვითარება რეგიონში მკვეთრად შეცვალა - ბაქომ დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინა, მათ შორის რეგიონები, რომელთა გავლით თურქეთის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალი მიდის.

 

ომის წარმატებულ დასრულების შემდეგ ალიევი სომხეთზე გამავალი სარკინიგზო მარშრუტის გამოცოცხლებას ცდილობს. ეს აზერბაიჯანს ექსკლავ ნახიჭევანთან სახმელეთო კავშირის აღდგენას საშუალებას მისცემს.

 

ნახიჭევანი კი თურქეთს ესაზღვრება, შესაბამისად აზერბაიჯანი თურქეთთან პირდაპირ მიმოსვლას იწყებს.

 

გაცილებით უფრო რთული და ძვირადღირებული სარკინიგზო მაგისრტალი საქართველოს გავლით, სწორედ აზერბაიჯანის და თურქეთის ერთმანეთთან დაკავშირების მიზანს ისახავდა, მაგრამ სომხური ტრანზიტის აღდგენის შემთხვევაში აზერბაიჯანს ამ გზაზე უარის თქმა შეუძლია.

 

სატრანსპორტო კომუნუკაციების გახსნა სომხეთისთვისაც მომგებიანია, აი უკვე 30 წელია, რაც ქვეყანას, თურქეთთან და აზერბაიჯანთან დახურული საზღვრების გამო, გარე სამყაროსთან მხოლოდ ერთად-ერთი დამაკავშირებელი გზა აქვს - საქართველოს გავლით.

 

ახალი მარშრუტი ამ ვითარებას შეცვლის და ერევანს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. თუმცა, სომხებს ამ თემაზე შერეული გრძნობები აქვთ. მეგრის გავლით ნახიჭევანში გზის გახსნა ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე იმოძრავებენ აზერბაიჯანელები, რომლებიც მათში დიდ ზიზღს იწვევენ.

 

დერეფნის უსაფრთხოებას რუსი მესაზღვრეების გააკონტროლებენ, სომხებს ეშინიათ, რომ ისინი ან ტერიტორიაზე და მასთან ერთად ირანის საზღვარზე კონტროლს ნელა-ნელა დაკარგავენ.

 

ბლოკირებული მარშრუტების აღდგენის შემთხვევაში მთელი რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მკვეთრად შეიცვლება. სომხეთს და რუსეთს ერთმანეთთან კავშირი საქართველოს გვერდის ავლით ექნებათ, ერევანი ასევე პირდაპირ გზას თურქეთის და შესაბამისად, ევროპის მიმართულებითაც მიიღებს.

 

აზერბაიჯანსაც თურქეთთან და ევროპასთან დაკავშირების გაცილებით უფრო მოკლე გზა ექნება.

 

 

წყარო: nzz.ch





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up