რუსეთის სამობილიზაციო სისტემა იგივენაირ მზაობაში აღმოჩნდა როგორც არმია

რუსეთის სამობილიზაციო სისტემა იგივენაირ მზაობაში აღმოჩნდა როგორც არმია

access_time2022-09-24 11:45:43

სამხედრო მობილიზაციის მიმდენარეობის პირველივე დღეებში ადგილი აქვს სერიოზულ, სისტემურ პრობლემებს. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.


ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, მობილიზაციის დაწყების პირველივე საათებში გამოვლინდა, რომ გაწვევა რეზერვისტად ხშირად შეცდომით მიმდინარეობს - ვლადიმირ პუტინისა და სერგეი შოიგუს მტკიცების მიუხედავად, გაწვევა ხშირად მისდით სტუდენტებს, ასევე ხშირად გაწვევა მისდით მოხუცებულებს და ისეთ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახური საერთოდ არ გაუვლიათ.


ამასთანავე მკვლევარები განმარტავენ, რომ თავისთავად ამ მასშტაბის პროცესის წამოწყებას შესაძლოა მოჰყოლოდა გარკვეული ხარვეზები, თუმცა მიუხედავად ამისა ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის სამობილიზაციო სისტემა იგივენაირ მზაობაში აღმოჩნდა, როგორც რუსეთის არმია ომის დაწყებამდე.


"პოსტსაბჭოთა დროში გამოცხადებულმა მობილიზაციის პირველმა კამპანიამ გამოავლინა არაფექტური ბიუროკრატული სისტემა, რომელიც ალბათ ვერ შეძლებს მოკლე დროში აუცილებელი რაოდენობის ბრძოლისუნარიანი რეზერვის მიწოდებას",- ნათქვამია მიმოხილვაში.


ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ცნობით, მობილიზაციის გამოცხადებით რუსეთი ომში სტრატეგიული ინიციატივის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ფრონტზე უკმაყოფილო და ცუდად გაწვრთნილი ადამიანების გაშვებით, ბევრმა მათგანმა შესაძლოა ღიად გამოთქვას საკუთარი პოზიცია.



ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, არის რისკი, რომ მობილიზაციამ გაზარდოს უკმაყოფილება როგორც ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან, ასევე უშუალოდ რუსეთში.


ამავდროულად მიმოხილვაში ნათქვამია, რომ არ არის გამორიცხული რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაუმკლავდეს გამოვლენილ პრობლემებს და ძალისხმევა სწორი მიმართულებით მიმართოს.


მიმოხილვაში ცალკე თავი ეთმობა რამზან კადიროვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მობილიზაცია ჩეჩნეთს არ შეეხება, რადგანაც მისი თქმით, სამობილიზაციო კვოტას ჩეჩნეთმა 250%-ით გადააჭარბა.


"კადიროვის განცხადება კრემლისთვის საგანაგაშო ინდიკატორია: თუ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და აგრესიული მომხრე გრძნობს აუცილებლობას, რომ უარი თქვას საკუთარი თანამოქალაქეების მობილიზაციაზე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კადიროვი სახალხო უკმაყოფილობას გრძნობს".


წყარო: realpolitika.ge







„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up