რუსეთის საგარეო უწყება „საქართველოს ნატოში ფორსირებულ ინტეგრაციაზე“ საუბრობს

რუსეთის საგარეო უწყება „საქართველოს ნატოში ფორსირებულ ინტეგრაციაზე“ საუბრობს

access_time2021-03-27 14:30:37

ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია „საქართველოს NATO-ში ფორსირებული ინტეგრაციისა“ და „თბილისის ანტირუსული რიტორიკის შესახებ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, თბილისმა და მეორე მხრივ, სოხუმმა და ცხინვალმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმონ.

„ასეთი დოკუმენტის აუცილებლობა განპირობებულია, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ისა და ნატოს გაზრდილი სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ფორსირებული ინტეგრაციის გეგმის ჩათვლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარე უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს თბილისის ანტირუსული რიტორიკასა და სოხუმისა და ცხინვალის იზოლირების კონტრპროდუქტიულობაზე. ქართული მხარის მიერ არჩეული ხაზი არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, არამედ ბლოკავს მის საქმიანობას გარკვეულ სფეროებში, პირველ რიგში ჰუმანიტარული ჯგუფის სრულფასოვან ფუნქციონირებას. კერძოდ, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ რეზოლუციაზე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილვილებს ეხებათ, რომელსაც საქართველო ყოველწლიურად წარუდგენს გაეროს გენერალურ ასამბლეას განსახილველად იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები კვლავ მოკლებულნი არიან უფლებას, წარმოაჩინონ თავიანთი პერსპექტივა ამ საკითხზე“.


მოსკოვი აცხადებს, რომ დაძაბულობის შემდგომ შემცირებას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის უსწრაფესად დაწყებამ, მათი შემდგომი დემარკაციით“.

Publika.ge

თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up