რუსეთის საგარეო უწყება: 20-21 ივნისის მოვლენებმა ჟენევის მოლაპარაკებებს ჩრდილი მიაყენა

რუსეთის საგარეო უწყება: 20-21 ივნისის მოვლენებმა ჟენევის მოლაპარაკებებს ჩრდილი მიაყენა

access_time2019-07-04 14:15:32

2-3 ივლისს ჟენევაში ამიერკავკასიის შესახებ საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდი გაიმართა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.


მასში ნათქვამია, რომ შეხვედრის ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა.


"შეხვედრის ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მომხდარს მიეცა შესაბამისი შეფასება და მოჰყვა ადეკვატური რეაქცია ჩვენი მხრიდან. ჩვენ მოვუწოდეთ, ჟენევის მოლაპარაკებებს არ შეექმნას დამატებითი პრობლემები და ნება მივეცით, გაგრძელდეს არამარტივი, მაგრამ განსაკუთრებით მოთხოვნადი მოლაპარაკებების პროცესი", - წერს უწყება.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიუთითებს, რომ "შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ჟენევის ფორმატის მიმართ პატივისცემაზე, რომლის წყალობითაც, უკვე 10 წელზე მეტია, მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და ნარჩუნდება სტაბილურობა საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან. ამ მიდგომას მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა".


თუმცა, უწყების განცხადებით:


"სამწუხაროდ, შეხვედრაზე კვლავ თქვა, რომ უახლოეს მომავალში ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების გაკეთების შესაძლებლობა არ არსებობს. რუსულმა, აფხაზმა და სამხრეთ ოსურმა დელეგაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ შესაბამისი დოკუმენტის მიღება, რაც სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის არამეგობრული რიტორიკის ფონზე მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში აღიქმება, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების რეალური საფრთხე.



აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე არსებული სიტუაცია, მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარის მიერ, გარდა ქართულისა, შეფასდა როგორც სტაბილური და მართვადი. აფხაზურმა მხარემ მიაწოდა ინფორაცია საქართველოსთან საზღვრის კვეთაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების მიზეზების შესახებ და ამასთანავე, წარმოადგინა მონაცემები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ათი წლისთავზე კრიმინალური შემთხვევების რიცხვის მნიშვნელოვან კლებაზე: ბოლო ათწლეულში 2008 – 2018 წლებში 1998-2008 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 243-დან 13-მდე შემცირდა.


ჟენევის დისკუსიაში მონაწილეებმა დაადასტურეს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების გზების ძიების გაგრძელების მზადყოფნა, მათ შორის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიების, განათლების და წყლის გამოყენების საკითხებში",- წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება.


20 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოში ვიზიტით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა.


ამას პროტესტი მოჰყვა როგორც პარლამენტის შენობაში, ოპოზიციის და მოქალაქეების მხრიდან, ასევე შენობის გარეთ. ასამბლეის სხდომა ჩაიშალა და სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. დემონსტრანტებმაც აქ გადაინაცვლეს. სხდომის დასრულების შემდეგ გავრილოვს წყლის ბოთლები ესროლეს და აგინეს, შემდეგ კი პროტესტი პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა.


აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. სწორედ ისინი იყვნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის და სერგეი გავრილოვის მთავარი მასპინძლები.


აქციის მონაწილეთა ნაწილმა გამოთქვა აზრი, რომ მათ პროტესტი არა გარეთ, არამედ პარლამენტის შენობაში უნდა გაერძელებინათ. მსგავსი განცხადება გააკეთა ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამაც, რის შემდეგაც მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, თუმცა, შენობის კიბეებთან, ასევე ეზოში, ასობით სპეცრაზმელი იდგა და მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.


გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.


მას შემდეგ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები არ წყდება. ამ ეტაპზე შეუსრულებელი მხოლოდ ერთი მოთხოვნა რჩება, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.


რამდენიმე დღის წინ თბილსში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრეგორი კარასინიც გამოეხმაურა და თქვა, რომ "მისთვის მტკივნეულია გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებს საშუალება მიეცათ, 20-21 ივნისის აქცია ანტირუსულ დემონსტრაციად ექციათ" და რომ "უხეშობის და მუქარის გადაყლაპვა რუსეთის ტრადიცია არ არის".


ტაბულა





ანა დოლიძე:„შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე:„შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...

დეპუტატები,რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

დეპუტატები,რომლებმაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-14 14:18:29
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:   ენზელ მკოიანი კახა ოქრიაშვილი დიმიტრი ხუნდაძე   რეგისტრაცია გაიარეს თუმცა კენჭისყრაში...

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
access_time2019-11-14 13:18:30
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში...

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“
access_time2019-11-14 13:12:41
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება. „ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა...


მსგავსი სიახლეები

up