რუსეთის პოზიცია საქართველოში NATO-ს გააქტიურებასთან დაკავშირებით

რუსეთის პოზიცია საქართველოში NATO-ს გააქტიურებასთან დაკავშირებით

access_time2017-09-26 16:20:27

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში NATO-ს გააქტიურებას საფრთხედ აღიქვამს.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, გაერო-ს წარმომადგენელს, ანტი ტურუნენს და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ამიერკავკასიაში უსაფრთხოების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე, საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე და 10-11 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ ისაუბრეს.



„რუსულმა მხარემ რეგიონში NATO-ს გააქტიურების საფრთხეზე მიანიშნა. საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა ვითარდება; რეგულარულად ტარდება სამხედრო წვრთნები, რომელთა მასშტაბიც ყოველწლიურად იზრდება; ინერგება შეიარაღებული ძალების და მათი მართვის NATO-ს სტანდარტები. ეს ყველაფერი ამიერკავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას ემუქრება. ამ ფონზე, ერთი მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს, ხოლო, მეორე მხრივ, - თბილისს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა სულ უფრო იზრდება“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


 

 

 

 



ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up