კრემლის ემბარგო ფინანსურად დააზარალებდა იმ აქტივებს, რომელსაც რუსეთი ფლობს საქართველოში - ეს ხომ არ არის პუტინის „მაამებლური“ პოლიტიკის წინაპირობა?!

კრემლის ემბარგო ფინანსურად დააზარალებდა იმ აქტივებს, რომელსაც რუსეთი ფლობს საქართველოში - ეს ხომ არ არის პუტინის „მაამებლური“ პოლიტიკის წინაპირობა?!

access_time2019-07-12 12:00:00

რუსეთის მხრიდან ემბარგო, ფინანსურად ხომ არ დააზარალებდა იმ აქტივებს, რომელსაც რუსეთი ფლობს საქართველოში,  აღნიშნული ფაქტორი ხომ არ გახდა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ „მაამებლური“ პოლიტიკის გატარების წინაპირობა? -აღნიშნულ თემეზე   საკუთარ მოსაზრებას „ჰაბ ჯორჯიას“ ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი „კომერსანტს“ უზიარებს. 

 

 მისი განმარტებით, საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ,  ბალტიის ქვეყნებს მემკვიდრეობით დარჩათ, იმ პერიოდისათვის რუსეთის ექსპორტზე ორიენტირებული თანამედროვე  სანავსადგურე და სარკინიგზო  ინფრასტრუქტურა, რითაც უზრუნველყოფდნენ საკუთარი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებას.2000 წლიდან რუსეთი აქტიურად იწყებს, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის  ნავსადგურებიდან, სატრანზიტო ტვირთნაკადების გადართვას საკუთარ, ბალტიის ზღვის ნავსადგურებში - (სანქტ - პეტერბურგი, უსტ - ლუგა, ვიბორგი, კალინინგრადი, პრიმორსკი, ვისოცკი), 2000 წლისათვის რუსეთის ნავსადგურები აკონტროლებდნენ ტვირთბრუნვის 26% ს დანარჩენი ტვირთები, ჯერ კიდევ გადაიზიდებოდა ბალტიის ქვეყნების ნავსადგურების გავლდით, 2007 წლისათვის თანაფარდობა იზრდება 55% მდე, 2015 წლისათვის 62% მდე, 2022 წლისათვის რუსეთს ფაქტიურად ტვირთნაკადის 95% ს გადმოამისამართებს საკუთარ ნავსადგურებში.


 როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, თუ გავითავლისწინებთ, იმ გარემოებას, რომ ბალტიის ქვეყნების მშპ ში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრანსპორტს (ესტონეთი - 8%, ლატვია -  10%, ლიეტუვა -  15%), მათ ეკონომიკებს, რუსეთის ქმედებით, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგება.  


 ექსპერტთა მოსაზრებით, არსებობს სათანადო გათვლები - რითაც,   რუსეთის მხრიდან, ბალტიის ქვეყნების მიმართ „აგრესიულმა ქმედებამ“ -  სატრანზიტო ტვირთნაკადების საკუთარ ნავსადგურებში მყისერმა გადმორთვამ, შესაძლოა ფინანსურად მნიშვნელოვნად  დააზარალოს   უშულოდ რუსეთის სატრანსპორტო ინდუსტრია და დააკავშიროს ის  ბალტიის ქვეყნებზე პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტს. 


  ბუნებრივია, დღეს, როცა,   რუსეთი ფლობს რა ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში, თანამედროვე დონეზე აღჭურვილ,  მნიშვნელოვან ტერმინალებს და ნავმისადგომებს, ასევე სარკინიგზო სფეროში, „რუსეთის რკინიგზასთან“ არიან აფილირებული, ადგილობრივი  მსხვილი ოპერატორი (გადამზიდავი) კომპანიები, გარდა ამისა, განაგებს  სავაგონო - სარემონტო  ინდუსტრიას, ასეთ ვითარებში  რუსეთი  სრულად განკარგავს -  ბალტიის ქვეყნებზე სატრანპორტო და შესაბამისად პოლიტიკურ გავლენას.



„ შესაძლოა რამოდენიმე მაგალითის მოყვანა, კერძოდ რიგის ნავსადგურში რუსეთის უმსხილესი საწარმო -  სს „ურალხიმი“ ფლობს  ტერმინალს, რომელიც ევროპაში მინერალური სასუქების  ძირითადი ექსპორტიორია.  ლიეტუვას  რკინიგზას  ვაგონებით და ტექმომსახურებით უზრუნველყოფს რუსეთის უმსხვილესი ვაგონმშენებელი საწარმო „ტრანსმაშჰოლდინგი“, რომელიც კრემლთან დაახლებეული, Forbs ის მე 18 ადგილზე მყოფი ისკანდერ მახმუდოვი ფლობს. ანდაც ლიტვის რკინიგზაზე უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია Baltijas Rail Trans რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანიაა.


 ნიშანდობლივია, რომ სწორედ რუსეთის რკინიგზასთან აფილირებულმა გადამზიდავმა კომპანიებმა, გადაზიდვებში შესაძლო  მონოპოლიური დომინირების  საბაბით,  ევროკავშირის სასამართლოში ახორციელებენ დავას, რითაც „ბლოკირებას“ უკეთებენ, ბალტიის ქვეყნების ევროკავშირთან დამაკავშირებელ „Rail Baltik”ის  ჩქაროსნულ სარკინიგზო პროექტს,  2020 წლისათვის ეს პროექტი  უკვე დასრულების ფაზაში უნდა ყოფილიყო. ირიბად,  გარკვეული პარალელი ანაკლიის ნავსადგურთან მიმართებით იკვეთება“-აცხადებს ცაგარეიშვილი.    

 

 მისი განმარტებით,  ბალტიის ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით,  ტვირთნაკადების გადართვა,  გრძელვადიან ჭრილში, ეკონომიკურად მომგებიანია რუსეთის სატრანსპორტო ინდუსტრიისათვის, ხოლო, პარალელურად რუსეთს  მოუწევს, ან  ბალტიის ქვეყნებში გამონთავისუფლებული - დაუტვირთავი  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, რაც უადაოდ ფინანსური ტვირთია, ან  ამ ინფრასტრუქტურის  რეალიზება, რითაც საბოლოოდ დაკარგავს     ბალტიის ქვეყნებზე პოლიტიკური  ზეგავლენის ბერკეტს.

    

  

„ლოგიკურად შესაძლოა დაისვას, კითხვა, ბალტიის ქვეყნებში მყისიერად „ტრანზიტის გადმომისამართებით“ მიღებულმა ეკონომიკურმა  უკუეფექტმა ხომ არ განაპირობა  რუსეთის პრეზიდენტის „მაამებელი“ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება  საქართველოს მიმართ?


 ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, ამ ეტაპზე ეკონომიკური პროფილის საექსპერტო წრეებმა არა,  ტურიზმის შემცირების შედეგად ან დაუტვირთავი სასტუმრობის მიერ მიუღებელ შემოსავლებზე გაამახვილონ ყურადრება არამედ, საპირწონედ,  რუსეთის მიერ შეძენილ სატრანსპორტო ობიექტების მიერ მიუღებელ ფინანსურ  ზარალზე მოახდინონ კონცენტირება“-აცხადებს ცაგარეიშვილი. 


სოფო ქსოვრელი





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up