”რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა და აღნიშნა, რომ საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები; ”- ზურაბ აბაშიძე

”რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა და აღნიშნა, რომ საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები; ”- ზურაბ აბაშიძე

access_time2020-11-28 16:07:06

”ამჯერადაც დღის წესრიგით ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხშირად, ვიდრე ჩვენი დღის წესრიგის  განხილვაზე გადავალთ, ჩემი ინიციატივით განსახილველად ვაყენებ იმ თემებს, რაც ყველაზე მწვავეა და საქართველოში ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან”, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბაბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბირო. ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთანგუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრისკომენტირებისას განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ამჯერადაც შეხვედრის დასაწყისში მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ვისაუბრე იმაზე, რომ იქ, მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს ე.წ ბორდერიზაცია, ადამიანებს ნორმალური გადაადგილების საშუალება არ აქვთ, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ. განსაკუთრებით ხაზი გავუსვი რუსეთსა და აფხაზეთს სორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკურისივრცის ფორმირების შესახებ პროგრამისდამტკიცებას და აღვნიშნე, რომ ეს ქართულმა მხარემ შეაფასა, როგორც დე-ფაქტო ანექსიისაკენგადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. გამოვთქვი იმედი, რომ ამ საკითხების უფრო დეტალური და საგნობრივი განხილვა გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც იმედია, ახლო მომავალში ჩატარდება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან საუბარი შეეხო მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ურთიერთობების დინამიკას.

„აღინიშნა, რომ პანდემიის გამო სავაჭრო ბრუნვა გარკვეულწილად შემცირდა. განვიხილეთ სატრანსპორტო კავშირები და აქცენტი გავაკეთეთ ჩვენი კომპანიების ინტერესების დაცვაზე ამ რთულ ვითარებაში, რამდენადაც სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებში უამრავი ქართული კომპანიაა ჩართული. ამ კონტექსტში რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, შესაძლებელია მოხდეს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, იყოს გარანტიები რუსი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელად და შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები. გამოითქვა იმედი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა და რუსოფობიული გამოხტომებიც შეწყდება. ჩვენი პასუხი ასეთი იყო - ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არანაირი რუსოფობიული გამოხტომები რუსი ტურისტების მიმართ წლების განმავლობაში არ ყოფილა; მილიონობით ტურისტი ჩამოსულა საქართველოში და ერთ შემთხვევას ვერ დაგვისახელებთ ამის დასტურად, რას გულისხმობთ, რა სახის გარანტიებზეა საუბარი, როდესაც ასეთ შემთხვევას საერთოდ ადგილი არ ჰქონია რუსი ტურისტების მიმართ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, საუბრისას ასევე განიხილეს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ და აღინიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ მცირე პროგრესია და გამოითქვა მზაობა, ხელი შეეწყოს შესაბამისი საექსპერტო ჯგუფების მუშაობას.

„ასევე, რუსეთის მხარის დაინტერესებით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმეორეთ ის, რაც ადრეც გვითქვამს, რომ ის მუშაობს აბსოლუტურად ტრანსფარენტულ რეჟიმში, მისი კარი ყოველთვის ღია იყო უცხოელი ექსპერტებისთვის. იქ ადრე რუსი ექსპერტებიც არიან ნამყოფი. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის ერთ-ერთი წამყვანი უწყება საქართველოში, მისი ავტორიტეტი ძალიან დიდია, ამიტომ სრულიად მიუღებელია ის პროპაგანდისტული აჟიოტაჟი, რაც მის წინააღმდეგ არის ატეხილი რუსეთში და ეს აზიანებს საქართველოს იმიჯს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად - რუსეთის იმიჯს. ასე, რომ მომავალში, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაწყნარდება, ლუგარის ლაბორატორია მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ექსპერტები, მათ შორის რუსი ექსპერტები, მაგრამ სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, ასეთ ჯგუფში. ჩვენ ეს ადრეც გვაქვს ნათქვამი. მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2021 წლიდან იწყებენ ყაზბეგი-ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ პროექტს - რეკონსტრუქციას, რათა, როგორც მათ აღნიშნეს, ხელი შეუწყონ ტვირთების  მიმოსვლას", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up