„კომერსანტის“ ექსკლუზივი:პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიების  ერთიან ეკონომიკაში ჩართვის შესახებ

„კომერსანტის“ ექსკლუზივი:პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიების ერთიან ეკონომიკაში ჩართვის შესახებ

access_time2019-10-28 16:30:21

საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლში ცვლილება შედის, რომელიც  ითვალისწინებს, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საზღვაო სივრცეში) წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება განახორციელოს როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით/მიმართულებიდან, ასევე, ბათუმის და ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ან/და პირიქით, შესაბამისი საზღვაო ნავსადგურების გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიული წყლების მეშვეობით.  საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი ეკონომიკას“ ეკუთვნის. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.

 

კანონპროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ან მომავალში მიიღებენ სპეციალური საწარმოს სტატუსს შეეძლებათ საქონლის მიწოდება განახორციელოს შავი ზღვის გამოყენებით, ბათუმის და ფოთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით.

 

სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით.



კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ,რომ  კანონის მიღების ძირითადი მიზეზი სავაჭრო ურთიერთობების ისე წაახალისებაა, რომ შესაძლებელი იყოს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზების და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზება.

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი ეკონომიკა“ საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას  იმ გარემოებიდან გამომდინარე ხსნის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ან მომავალში მიიღებენ სპეციალური საწარმოს სტატუსს, საქონლის მიწოდების შესაძლებლობა ჰქონდეთ ბათუმის და ფოთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით საქართველოს ტერიტორიული წყლების გამოყენებით.



განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საქართველოში  თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოყენებულ იქნეს და შესაბამისი რეგულაცია გავრცელდეს არა მხოლოდ სახმელეთო სივრცეზე, არამედ მოიცვას საზღვაო ინფრასტრუქტურაც. შესაბამისად, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საზღვაო სივრცეში) წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება განახორციელდეს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული წყლების მეშვეობით.

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა და იურიდიულმა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული ორგანული კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება.


კანონის პროექტის მომხსენებლები იქნებიან: ოთარ დანელია, გოჩა ენუქიძე, ირაკლი შიოლაშვილი, ივლიანე წულაია.


„კომერსანტი“ დაინტერესდა ნიშნავს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი საზღვაო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის. კანონპროექტის ერთ-ერთი მომხსენებელი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ კანონის მიზანი ეკონომიკური ურთიერთობების დარგეულირებაა. მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა განსაზღვრავს ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოებულ პროდუქცია რა შემთხვევაში შეიძლება შემოვიდეს, განბაჟდეს და მოექცეს ეკონომიკურ ბრუნვაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

„ჩვენი ინტერესია ურთიერთობების აღდგენა და დალაგება, იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ომის პერიოდში დაზარალდნენ და რაც ყველაზე მთავარია – ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს. პროექტი ითვალისწინებს, რომ საწარმოს საქართველოს მთავრობამ სპეციალური საწარმოს სტატუსი მიანიჭოს. საწარმოები, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მიიღებენ შესაბამის სტატუსს, მომავალში შეეძლებათ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან პროდუქცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიტანონ და მოახდინონ რეალიზაცია.  საკანონმდებლო პაკეტი რომ „საზღვაო მიმოსვლას აღადგენს“, მემგონი ეს არ წერია კანონში.  თუ სპეციალური საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქტი შემოვა, ის ჩვეულებრივად განბაჟდება და მოექცევა ეკონომიკურ ბრუნვაში. თქვენს შეკითხვას ვერ ვხვდები თუ ნება არის ორივე მხარის მხრიდან და გემი თუ წამოვა რატომ არ უნდა შემოვიდეს? ამ კანონის მიზანი პირდაპირი მნიშვნელობით საზღვაო მიმოსვლის რეგულაცია არ არის, ამ კანონის მიზანია ტვირთების რეგულაცია და ეკონომიკური პროცესის რეგულაციაა.

 

-იმისათვის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან პროდუქცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიტანონ, გემი ხომ უნდა მოვიდეს ბათუმის ან ფოთის პორტამდე?

 

„რომ მოვიდეს გემი აქამდე, ხომ უნდა დახვდეს შესაბამისი რეგულაცია. ამ დრომდე, რომ არ მოსულა გემი, მომავალში შეიძლება მოვიდეს და თუ მოვა ბათუმამდე და ფოთამდე არ იქნება არანაირი პრობლემა. აქამდე პროდუქციის გამბაჟებისა და ეკონომიკური საქმიანობაში პროდუქტის ჩართვის კანონი არ იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ამ კანონს მივიღებთ და ხვალიდან გემები მოადგება ნავსადგურებს. ტვირთი რომ მოსულიყო არ იყო რეგულაცია რომელიც ამ ტვირთს ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართავდა, არ იყო რეგულაცია ქვეყნის შიგნით თუ რომელი საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქცია იყო შესაძლებელი შემოსულიყო - განმარტავს ირაკლი შიოლაშვილი.

 

„კომერსანტი“ აგრძელებს აღნიშნულ თემაზე მუშაობას და დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ირაკლი შიოლაშვილის გარდა კანონის პროექტის სხვა მომხსენებლებმა ოთარ დანელიამ, გოჩა ენუქიძემ და ივლიანე წულაიამ ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხეს.


ბაჩო ადამია




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up