რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი იზრდება - იაპონიის პრემიერ-მინისტრი

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი იზრდება - იაპონიის პრემიერ-მინისტრი

access_time2022-03-26 19:30:50

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროშიმაში შეხვედრისას აღნიშნა

"მჯერა, რომ ელჩი ემანუელის ვიზიტი ჰოროშიმაში და ბირთვული გამოცდილების რეალობაში ხილვა მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის". - განაცხადა  კიშიდამ. 

სხვათა შორის, იაპონია, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ატომური იარაღით დაესხნენ თავს.

შეგახსენებთ, 23 მარტს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა არ გამორიცა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. პენტაგონმა პესკოვის სიტყვები "სახიფათო რიტორიკად" შეაფასა. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს: რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს იმ შემთხვევაში თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით; ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ; თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების პარალიზება მოხდება; რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რის შედეგადაც ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, თქმით, შეერთებული შტატები უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს. 


მანამდე, NATO-ს სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავდაცვაში დაეხმარებიან.

 

ალიანსის ლიდერმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინა და მისი მოკავშირეები ქიმიური იარაღის გამოყენების მომზადებაში დაადანაშაულოს. მისივე განმარტებით, სხვების დადანაშაულება საბაბის შექმნაა, რათა თვითონ გააკეთონ იგივე.

 

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ქიმიური იარაღის გამოყენება მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up