რუსეთის კომუნისტური პარტია როსპოტრებნადზორს სთხოვს სახინკლეებს საპელმენეები დაარქვას

რუსეთის კომუნისტური პარტია როსპოტრებნადზორს სთხოვს სახინკლეებს საპელმენეები დაარქვას

access_time2019-07-09 17:40:02

ФедералПресс და Аргументы Недели ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სააგენტოს (Роспотребнадзор) მიმართა მოთხოვნით სახინკლეებს საპელმენეები გადაერქვას.


პარტიის წარმომადგენელი, იაროსლავ სიდოროვი ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოს მიმართ ყველაზე მკაცრი ზომების მიღება.


მოგვიწოდებენ საქართველოში დასვენებისკენ, ყველგან ქართული სამზარეულოს რეკლამაა. ეს პოლიტიკურად არასწორია, ეს ამცირებს რუსეთს. ისინი გვაფურთხებენ და ჩვენ ვიხოცავთ. საჭიროა, ხაჭაპურის ნაცვლად ყველგან დავწეროთ - პიშკები, პეროგები. რუსეთში უნდა დასრულდეს ყველაფერი ქართულის კულტი. თქვა მან.


შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო დუმამ განიხილა წინადადება, რომელიც საქართველოში ანტირუსული პროვოკაციების გამო რიგი ეკონომიკური ზომების მიღებას ითვალისწინებს. ქვედა პალატა მინისტრთა კაბინეტს მოუწოდებს, პრეზიდენტ პუტინს შესაბამისი წინადადებით მიმართოს.



დუმის წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე უწყვეტი ანტი-რუსული პროვოკაციები გააკრიტიკეს და ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე რადიკალური ძალების ღია თავდასხმა უწოდეს.


განხილვისას კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა წამოაყენა ინიციატივა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად გაწყვეტის თაობაზე, რაზეც მას შეახსენეს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები რამდენიმე წელია აღარ არსებობს.


მმართველმა პარტიამ ედინაია რასიამ“ საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხი დააყენა. ვიცესპიკერ სერგეი ნევეროვის განმარტებით, ზომების მიღება საქართველოში მიმდინარე არამეგობრული ქმედებების გამო გახდა საჭირო.


ტაბულა





„მინიონები“ ფილიალებს ხურავს - პანდემიის პირობებში კომპანიას ბანკმა სესხის გადაუხდელობის გამო შენობა დაათმობინა

 „მინიონები“ ფილიალებს ხურავს - პანდემიის პირობებში კომპანიას ბანკმა სესხის გადაუხდელობის გამო შენობა დაათმობინა
access_time2020-07-10 14:45:35
საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“დახურვის პირასაა. ცენტრი, რომელიც პანდემიამდე სამ ფილიალს მართავდა, ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პროცენტის გადაუხდელობის გამო იძულებული გახდა ერთი ფილიალი საფინანსო ინსტიტუტისთვის დაეთმო.   საბავშვო გასართობი ცენტრებისთვის რეგულაციები და მუშაობის სრულად განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „მინიონების“ მარკეტინგის განყოფილებაში განმარტავენ, ამ სფეროში მუმუშავე რამდენიმე კომპანიამ ერთობლივად უკვე მიმართა შესაბამის...

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს
access_time2020-07-10 12:30:27
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ. „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn.ge

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგის შედეგები საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს გაუგზავნა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგის შედეგები საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს გაუგზავნა
access_time2020-07-10 10:50:20
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე განხორციელებული სამართლებრივი დასკვნა და მონიტორინგი საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს უკვე მიაწოდა, რათა გაცნობილ ყოფილიყო საქმის ირგვლივ ალტერნატიული დასკვნები და შეხედულებები. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა. მისი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგები, ასევე მიეწოდა უზენაეს სასამართლოში ამავე საქმეზე დანიშნულ მოსამართლეს, მირანდა ერემაძეს, რომელმაც საქმის წარმოებაში...

ვეცდებით პირველი სამი თვე ფასები არ გავზარდოთ -  „Snap Fitness Georgia“  პირველ ეტაპზე ორ ფილიალს გახსნის

ვეცდებით პირველი სამი თვე ფასები არ გავზარდოთ -  „Snap Fitness Georgia“  პირველ ეტაპზე ორ ფილიალს გახსნის
access_time2020-07-10 13:25:20
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „Snap Fitness Georgia“, სპორტული დარბაზში ახლა სპეციალისტებს ელოდებიან, რომლებიც გადაწყვეტენ გაიხსნება თუ არა ფიტნეს კლუბი. „Snap Fitness Georgia“-ს დირექტორი სოფო სოლოღაშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ორ, ყაზბეგის და ცინცაძის ფილიალებს გახსნიან,...

ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ

ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გამო საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ
access_time2020-07-10 10:00:28
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე პირდაპირი წარმომადგენლობა დახურა ისეთმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა როგორიცაა Glaxo, Sandoz, astellas pharma. ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტული...


მსგავსი სიახლეები

up