რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ქვეყნისთვის ნავთობის კრიტიკულ ფასს ასახელებს

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ქვეყნისთვის ნავთობის კრიტიკულ ფასს ასახელებს

person access_time2016-01-16 13:47:05

ნავთობის ფასების ვარდნის ტრენდი 1970 წლის და 1986 წლის საფასო კრიზისზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ეს ხდება პირველად ბოლო 45 წლის განმავლობაში. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ პროცესებზე გავლენას ახდენს ძალიან ბევრი ფაქტორი, მათ შორის ეკონომიკის ზრდის ტემპების დაცემა განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.  


 მისივე თქმით, ბარელზე ფასების 10 დოლარამდე ჩამოსვლის შესაძლებლობას ენერგეტიკის სამინისტრო არ განიხილავს.


ნოვაკმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასების ვარდნის მორიგი ტრენდის მოწმენი გავხდით, რაც სავარაუდო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით კომპანიებმა ინვესტიციები 20-30%-ით შეამცირეს, მოპოვება გაიზარდა - დაბალი ფასების პირობებშიც კი, რომელიც 2015 წელს იყო. 

 

ნოვაკი მიიჩნევს, რომ ბარელზე ნავთობის ფასის 10 დოლარამდე ჩემოსვლის ალბათობა ძალიან მცირეა და ხელისუფლება ასეთ ვარიანტს არ განიხილავს.


მისი თქმით, დოლარის გამყარება მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში ყოველთვის ახდენს გავლენას ნედლეულის ფასებზე. 


„ჩვენ, რა თქმა უნდა არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება, რა დონეზე დაეცემა ფასები და რა პერიოდში დაიწყებს ისევ გაზრდას. ამის მიუხედავად უნდა გვესმოდეს, რომ ნავთობის დაბალი ფასები მაინც გრძელვადიანი იქნება,“ - განაცხადა ნოვაკმა და თქვა, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ღირებულება 40-50 დოლარი იქნება. 

 

„ნავთობკომპანიებისთვის კრიტიკული დონე ესაა ნავთობის მოპოვების თვითღირებულება. ის კი ჩვენთან 5-დან 15 დოლარამდე შეადგენს. მაგრამ ფასების შემცირება, პირველ რიგში, კრიტიკულია ბიუჯეტის შემოსულებებისთვის. ეს აზარალებს სავალუტო შემოდინებებს ქვეყანაში, საბიუჯეტო ხარჯებსა და ეკონომიკის ზრდის ტემპებს,“ - განაცხადა მინისტრმა.



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up