რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ალექსეი ულუკაევს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ალექსეი ულუკაევს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

access_time2017-12-15 16:04:56

რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ალექსეი ულუკაევს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რუსეთის მთავრობის ყოფილი წევრი სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე დამნაშავედ სცნო.

 

 

განაჩენის მიხედვით, ულუკაევი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, ჯარიმის სახით კი 130 მილიონი რუბლი უნდა გადაიხადოს. სასამართლოს განაჩენში წერია, რომ ყოფილი მინისტრი ქრთამის აღების დროს მოქმედებდა „განზრახ" და ამოძრავებდა „ეგოისტური მოტივები".

 

 


ულუკაევს ნავთობკომპანია „როსნფეტის" ხელმძღვანელისგან, იგორ სეჩინისგან ქრთამის სახით ორი მილიონი დოლარის აღება ედებოდა ბრალად. პროკურატურა ყოფილი მინისტრისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 500 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა. სასამართლო სხდომაზე ულუკაევი აცხადებდა, რომ ქრთამის აღებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, საშინელი და სასტიკი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ყოფილი მინისტრი მთავარ მოწმეს, „როსნფეტის" ხელმძღვანელს სეჩინს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

 

 

ალექსეი ულუკაევი 2016 წლის 15 ნოემბრის ღამით დააკავეს. იმავე დღეს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გამოძიების ვერსიით, ულუკაევი სეჩინს ქრთამის სანაცვლოდ „როსნეფტის" მიერ კომპანია „ბაშნეფტის" შეძენასთან დაკავშირებით, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელშეწყობას დაპირდა.

 

 

1tv.ge

 



“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
access_time2021-01-22 13:50:33
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის...

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება
access_time2021-01-22 13:15:36
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა...


მსგავსი სიახლეები

up