რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორება, რომლითაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად კენჭისყრას 2024 წელსაც შეძლებს

რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორება, რომლითაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად კენჭისყრას 2024 წელსაც შეძლებს

access_time2020-03-11 14:50:25

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების ვადებს ანულებს.


საპრეზიდენტო ვადების განულების შესახებ შესწორების ინიციატივით 10 მარტს სახელმწიფო დუმის სხდომაზე დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა. აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას 2024 წელსაც შეძლებს.


კანონპროექტი ახლა ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. შესწორების საბოლოოდ დამტკიცებისთვის კი, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობა, შემდეგ კი რეგიონული პარლამენტების სულ მცირე ორი მესამედის მხარდაჭერა. ამის შემდეგ, დოკუმენტს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი და ის საყოველთაო კენჭისყრაზე – რეფერენდუმზე უნდა გაიტანონ, რომელიც 22 აპრილს უნდა გაიმართოს.



„მივმართავ მოქალაქეებს, მსურს ვთქვა, ძვირფასო მეგობრებო, როგორც გადაწყვეტთ, როგორც მისცემთ ხმას 22 აპრილს, ასე იქნება. ფორმალურად, დღეს შესაძლებელი იქნებოდა ვადების შეზღუდვის გაუქმება, მით უმეტეს მრავალ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობლებთან ასეთი პრაქტიკა არსებობს. სახელმწიფოს მეთაურის არჩევის ვადების არანაირი შეზღუდვები იქ არ არსებობს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას.


„ინიციატივა თავისი არსით ნიშნავს ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტისთვის შეზღუდვების მოხსნას და მომავალში არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემას. ბუნებრივი, ღია და კონკურენტულ არჩევნებში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


1tv.ge


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up