რუსეთის დუმა: საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლებელია უახლოეს მომავალში აღდგეს

რუსეთის დუმა: საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლებელია უახლოეს მომავალში აღდგეს

access_time2019-10-08 20:00:26

საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს მომავალში აღდგეს. ამაზე რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა, ისაუბრა.

 

კალაშნიკოვის თქმით, წინა დღეებში საქართველოსა და რუსეთის საპარლამენტო ჯგუფების მეექვსე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა იყო.

 

კალაშნიკოვის თქმით, ჯერჯერობით ადრეა საუბარი ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე, თუმცა, ეს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოხდეს. დუმის დეპუტატის ცნობით, რუსული მხარე საბოლოოდ და კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, რომ ქართული აეროპორტები უსაფრთხოა. ასევე იმაში, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ.

 


რუსულ გამოცემა RBC-სთან საუბარში კალაშნიკოვი ამბობს, რომ ბოლო დროს გამართული საპარლამენტო ჯგუფების და საგარეო საქმეთა მინისტრებისა შეხვედრები, ასევე ორი მხარის ოფიციალური პირების მიერ გამოთქმული აზრები ხელს შეუწყობს არამხოლოდ ფრენების აღდგენას, არამედ სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც.

 

ქართულ საპარლამენტო ჯგუფში, რომელსაც კალაშნიკოვი ახსენებს, პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის წევრები შედიან. კალაშნიკოვის ინფორმაციით, ბოლო შეხვედრაზე ქართული მხარიდან გიორგი ლომიამ წარმოიდგინა მათ მიერ შესწავლილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. ამ კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის აღდგენას. კალაშნიკოვის თქმით, რუსეთის დუმა ყოველთვის დაუჭერს მხარს დიალოგის აღდგენას.

 

tabula.ge





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up