რუსეთის დუმა მთავრობას რეკომენდაციას აძლევს ბიუჯეტის ხარჯზე, დსთ-დან, საქართველოდან და მისი ორი ოკუპირებული რეგიონიდან სტუდენტების სწავლებაზე კვოტა გააორმაგოს

რუსეთის დუმა მთავრობას რეკომენდაციას აძლევს ბიუჯეტის ხარჯზე, დსთ-დან, საქართველოდან და მისი ორი ოკუპირებული რეგიონიდან სტუდენტების სწავლებაზე კვოტა გააორმაგოს

access_time2020-02-12 21:43:45

უცხოეთის მოქალაქეებისთვის სწავლების კვოტა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, 2021-22 წლებში, ორჯერ - 30 ათასამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ საუბარია რუსეთის დუმის მთავრობისადმი რეკომენდაციაში, რომელიც დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტში გაიმართა.


ვარაუდობენ, რომ სტუდენტების კვოტა დსთ-დან, საქართველოდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 40-50 %-ს უნდა შეადგენდეს.


დოკუმენტის თანახმად, დღეისთვის რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, სტუდენტები 170 ქვეყნიდან სწავლობენ ყოველწლიური კვოტის ფარგლებში, რაც 15 ათას ადამიანს შეადგენს.


კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, 15 ათასი ადამიანის კვოტა „არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო როლსა და მის ჰუმანიტარულ ძალას“.


ipn.ge


თეგები:
რუსეთი



ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...


მსგავსი სიახლეები

up