ФСБ-ემ  დავით იაკობაშვილის მუზეუმში ჩხრეკა ჩაატარა

ФСБ-ემ დავით იაკობაშვილის მუზეუმში ჩხრეკა ჩაატარა

access_time2019-06-19 15:30:23


რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახური  ჩხრეკას ატარებს მუზეუმ „Собрание“ - ში, რომელიც  ცნობილ ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს ეკუთვნის- იუწყება РБК  ბიზნესმენის ერთ-ერთი ნაცნობის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


წყარო ამტკიცებს, რომ სამართალდამცველების ქმედება დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც დავით იაკობაშვილის წინააღმდეგ  მისი ყოფილი პარტნიორის ბორის მინახის საჩივრის საფუძველზე აღიძრა.


მინახის ბრალდებით იაკობაშვილმა ერთ-ერთი რეგიონალური პორტის სახსრები მიითვისა. თავად ბიზნესმენი  ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს, რადგან ამჟამად  ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე იმყოფება.


ასევე  დუმს რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურიც.


მოსკოვის ქალაქის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს მინახიმ  იაკობაშვილს სესხებთან დაკავშირებით უჩივლა და დადებული შეთანხმების საფუძველზე  ბიზნესმენისგან 4,7 მლნ. დოლარის კრედიტის მიღებას ითხოვდა.



იაკობაშვილმა უარყო მოთხოვნა და განაცხადა, რომ არ გააჩნია არავითარი ფინანსური ვალდებულებები თავის ყოფილ პარტნიორთან, რომელიც ყველაფერთან ერთად, რეგულარულად, ყოველგვარი დოკუმენტების გაფორმების გარეშე, იღებდა მისგან დიდ თანხებს და დღემდე არ დაუფარია ვალები.


2018 წლის ოქტომბერში მოსკოვის ტაგანსკის რაიონის სასამართლომ უარი უთხრა მინახის სარჩელის დაკმაყოფილებაზე საკრედიტო შეთანხმებების დედნების არ არსებობის გამო, თანაც მოსამართლემ ჩათვალა, რომ წარდგენილი ასლები შესაძლებელია შექმნილი ყოფილიყო კომპიუტერული მონტაჟის გამოყენებით.


ნოემბერში მოსკოვის სასამართლომ საბოლოოდ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება.


თუმცა, როგორც ჩანს, ამით საქმე არ დასრულებულა, რაზეც მეტყველებს რუსული დაზვერვის აქტიურობა.


Forbes-მა  დავით იაკობაშვილის ქონება 750 მლნ. დოლარად შეაფასა.


2018 წელს ბიზნესმენმა გახსნა მოსკოვის ცენტრში ანტიკვარული საათების და მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი «Собрание».


იაკობაშვილი ასევე შედის რუსეთის მეწარმეთა კავშირის გამგეობაში და ამავე ორგანიზაციაში ხელმძღვანელობს კორპორატიული ეთიკის კომისიას.


RBC






მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up