რუსეთის ცენტრალური ბანკი  „სბერბანკში“   თავის წილს ყიდის

რუსეთის ცენტრალური ბანკი „სბერბანკში“ თავის წილს ყიდის

access_time2020-02-12 20:00:30

რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე დიდი ხანია გეგმავს ქვეყნის უმსხვილეს კომერციულ ბანკში თავისი წილის მიყიდვას ქონების მართვის დეპარტამენტის Росимущество-სთვის  და ამ დღეებში ეს პროცესი დაიწყო.შესაბამისი კანონპროექტი მთავრობაში უკვე დამუშავდა.

 

 გარიგება შედგება საბაზრო ღირებლების საფუძველზე  და მას დააფინანსებს ეროვნული კეთილდღეობის ფონდი რამდენიმე ეტაპად. თავის მხრივ, მიღებულ ვალუტას რუსეთის ცენტრალური ბანკი  შიდა ბაზარზე 7-8 წლის მანძილზე გაყიდის.კანონპროექტის მომზადების და მისი მთავრობაში გადაგზავნის ფაქტი დაადასტურეს როგორც ფინანსთა სამინისტროში, ასევე ცენტრალურ ბანკში. გაყიდვას ექვემდებარება აქციების საკონტროლო პაკეტი - 52,3%.

 

ჯერ კიდევ 2019 წელს ასეთი გარიგების შესაძლებლობის შესახებ  Reuters წერდა .სააგენტოს მონაცემებით, იგეგმებოდა ბანკის გაყიდვა რამდენიმე ეტაპად. მაშინ მხარეებმა თავი შეიკავეს ამ საკითხზე კომენტარებისგან, დღეს კი ინფორმაცია დადასტურდა.გარიგების სავარაუდო ფასი  2,8 ტრლნ. რუბლს  შეადგენს  (45, 7 მლრდ. დოლარი) - ეს არის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის მესამედზე ცოტათი ნაკლები.  2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ფონდში აკუმულირებულია 7,7 ტრლნ. რუბლი.

 

 ფონდის ინვესტიციები ქვეყნის უმსხვილეს ბანკში სავსებით შეესაბამება მის ერთ-ერთ დეკლარირებულ მიზანს - „მოსახლეობის ფულადი შენატანების სტაბილურობის და შემოსავლიანობის უზრუნველყოფა“.2019 წლის შედეგების მიხედვით, „სბერბანკის“ აქციების შემოსავლიანობამ  შეადგინა 6.4% და 16 რუბლი თითო აქციაზე.2020 წელს ეს მაჩვენებელი გაიზრდება 20 რუბლამდე და 7,7%-მდე. შედარებისთვის, რუსეთის მეორე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის - „ვტბ-ბანკის“ აქციების შემოსავლიანობა 2019 წელს  3%-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წლისთვის  7-8%-მდე გაიზრდება.

 

 მხარეების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი აქციონერის ცვლილება მოხსნის კითხვებს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, რომელიც ბუნებრივად ჩნდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო რეგულატორი ამავე დროს არის უმსხვილესი კომერციული ბანკის მფლობელი.მართლაც, წლების მანძილზე ცენტრალური ბანკი იყო აქციონერიც, რეგულატორიც  და ზედამხედველიც. ინტერესთა კონფლიქტი გაჩნდა „სბერბანკის“  აქციონირების პირველივე დღიდან. ამიტომაც, მთელი ეს პერიოდი არ წყდებოდა საუბრები ბანკის პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.


 

 ამ იდეას უარყოფდა თავად ცენტრალური ბანკი, „სბერბანკის“ ხელმძღვანელობა, ასევე რამდენიმე დეპუტატი და მთავრობის წევრი.რეალურ სივრცეში ეს პროცესი გადავიდა 2019 წლის ოქტომბერში, როდესაც საკითხი პარლამენტის ფინანსური ბაზრის კომიტეტის თავჯდმარემ ანატოლი აქსაკოვმა დააყენა.

 

ინვესტორებმა  გარიგება ძირითადად დადებითად შეაფასეს - „სბერბანკის“  ჩვეულებრივი აქციები მოსკოვის ბირჟაზე  1,8%-ით გაძვირდა, პრივილეგირებული კი - 3,8%-ით.საინვესტიციო ანალიტიკოსის ალექსანდრ ბახტინის თქმით, გარიგება ვერ მოახდენს სერიოზულ გავლენას ბანკის საქმიანობაზე, რადგანაც მასზე კონტროლი სახელმწიფოს რჩება.

 

შედარებით მეტ ოპტიმიზმს გამოხატავენსბერბანკისუცხოელი ინვესტორები, რომლებიც ტრადიციულად მეტ ყურადღებას აქცევენ ისეთ საკითხებს, როგორც საკუთრების სტრუქტურა და ინტერესთა კონფლიქტები - მიიჩნევს ექსპერტი.

 

 ფინანსისტის გეორგი ვაშენკოს თქმით, უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ბანკში საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის შენარჩუნება. თუ ბანკის ხელმძღვანელობა შეიცვლება, ეს იქნება ნეგატიური სიგნალი ინვესტორებისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, სწრაფი ცვლილელები მმართველ სტრუქტურებში მოსალოდნელი არაა  - მიიჩნევს ექსპერტი.

 

 

წყარო: Kommersant.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
სბერბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up