2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა რუსეთის ბაზრისთვის ძველი თაობის, ღილაკიანი მობილური ტელეფონების მიწოდება და 2017 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ წერს ანალიტიკური ცენტრის, GS Group-ის ანგარიშზე დაყრდნობით.
2022 წლის პირველ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, 14%-ითაა შემცირებული რუსული ბაზრისთვის სმარტფონების მიწოდება.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, რუსეთისთვის თანამედროვე სმარტფონების მიწოდება შეწყვიტეს მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა, მათ შორის, ამერიკულმა Apple-მა და სამხრეთკორეულმა Samsung-მა. ლოგისტიკის პრობლემების გამო გართულდა ჩინური კომპანიების პროდუქციით რუსეთის მომარაგებაც.
რუსეთში არსებობს ღილაკიანი მობილური ტელეფონების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია INOI.
radiotavisupleba.ge