„რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოში ვერც ღვინის რეალიზებას და ვერც წარმოებას ვერ განავითარებს“ - გიორგი ბოტკოველი

„რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოში ვერც ღვინის რეალიზებას და ვერც წარმოებას ვერ განავითარებს“ - გიორგი ბოტკოველი

access_time2020-10-09 13:00:29

რთველი 2020 - დასასრულს მიუახლოვდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, პანდემიის გამო დარგის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ რქაწითელისა და კახური მწვანე ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განახორციელა. დაეხმარა თუ არა სუბსიდირება მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, რა გამოწვევებია და როგორ გაუმკლავდა პანდემიას სექტორი - რადიო კომერსანტის გადაცემაში - „აგრო სექტორი ალექსი ნონიაძესთან ერთად“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა.


„წელს რთველთან დაკავშირებით რაც მოხდა, არის კახელი გლეხების და ზოგადად, იმ ადამიანების განადგურება, რომლებმაც იშრომეს იმისთვის, რომ მათ ოჯახებს ელემენტარული შემოსავალი გასჩენოდათ,“- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.


მისი თქმით, რთველი 2020-ის მთავარი გამოწვევა ყურძნის დაბალი ფასი და მასზე ნაკლები მოთხოვნა იყო.


„წელს აღმოვჩნდით სრული კატასტროფის წინაშე, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების ბრალია. მივიღეთ კატასტროფული რთველი, რომლის მთავარი პრობლემაც იყო ფასი. ხელისუფლება ათასი მიზეზით იმართლებს თავს და ამბობს, რომ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამოა, რომ ქარხნებმა ვერ მოახერხეს წინა წლების მოსავალის გადამუშავება, გატანა და სწორედ ამის გამო იყო მოთხოვნა ნაკლები და ფასიც დაბალი. სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა იმ ქარხნების სუბსიდირება, რომლებიც ათას ტონაზე მეტს ჩაიბარებდნენ, ამას სუბსიდირებას კი არა, დაცინვას დავარქმევ.


აქ ვხედავთ იმ ქარხნების ინტერესებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ივანიშვილთან, მის ძმასთან და მათ კომპანიებთან, მაგალითად „ბოლერო“, რომელიც სპირტის მთავარი გამტან- შემომტანია საქართველოში და ფალსიფიცირების მთავარი ავტორი, როგორც ხორბლის სპირტის გადამუშავებაზე და აქ შემოტანაზე, ისე ღვინის სპირტად გასაღებაზე. მაგალითისთვის გამოდგება ასევე შპს „აკურა“, რომელიც სახელმწიფოს შპს-ა და ემსახურება „ბოლეროს“. იქ დამზადებული სპირტის რეალიზებასაც სრულად ახდენს „ბოლერო“,
- საუბრობს გიორგი ბოტკოველი.



მისი თქმით, დაბალ ფასთან ერთად, გლეხების მთავარი გამოწვევა ეხებოდა ყურძნის წონასაც, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქარხნები გლეხებს წონაში ატყუებდნენ და ყურძენს დაბალ ფასში იბარებდნენ.


„სისტემა მუშაობდა ისე, რომ მხოლოდ გლეხს აზიანებდა. სარგებელი ჰქონდათ, როგორც ქარხნებს, ბიზნესს და სახელმწიფოს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს,“- ამბობს გიორგი ბოტკოველი და კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს.


ქინძმარაულის ზონის საფერავი გასულ წლებში 3 ლარიდან 3,5 ლარამდე აღწევდა. წელს კი გლეხებს 1,7 ლარად უწევდათ ჩაბარება. როდესაც ისინი დააპირებდნენ საფერავის დაკრეფვას, ქარხანა ითხოვდა, რომ მიეტანათ რამდენიმე მტევანი შაქრიანობის შესამოწმებლად. შაქრიანობა პირველად 23-24 გრადუსს აჩვენებდა, დროის შემდეგ, როცა დაკრეფდა სრულად გლეხი საფერავს და მიიტანდა ქარხანაში, შაქრიანობა უკვე 19-ს აჩვენებდა. შემდეგ იწყებოდა ვაჭრობა, რომ 1,7 ლარად კი არა, 1,3 ლარად ჩაიბარებდნენ.


მე არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ არ ვზრუნავთ ბიზნესის განვითარებაზე, მაგრამ ეს არის მანკიერი და მავნებლური მიდგომა, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო, რის შედეგადაც, იჩაგრება გლეხი და მდიდრდება რამდენიმე ადამიანი.


მაგალითად, შეიძლება ქინძმარაულის 1 ბოთლი ღვინო მინიმუმ 14 ლარი ღირს, აქედან გლეხის სარგებელია 1.7 ლარი. რქაწითელის ღვინის მინიმალური ფასი თუ ღირს 8 ლარი, გლეხის სარგებელია მხოლოდ 80 თეთრი,“-
ამბობს გიორგი ბოტკოველი და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მთავარ პრობლემებს შორის დაბალ ფასებს, დაურეგულირებელ რიგებს, წონასთან დაკავშირებულტყუილებს, მაფიოზურ გადამყიდველების სისტემას ასახელებს.


„გადამყიდველების სისტემა, რომელიც შევარდნაძის პერიოდის შემდეგ აღარ არსებობდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კვლავ შეიქმნა მაფიოზური კლანები. საუბარია კლანებზე, რომლებიც პირდაპირ ქარხნებთან დგანან და იქ მისულ ადამიანს, რომელსაც ქარხანა ყურძენს უწუნებს, მოლაპარაკებას სთავაზობს, მე არ ვარ მომხრე, რომ სახელმწიფოს სუბსიდირებაზე იყოს დამოკიდებული ყურძნის ფასი, მაგრამ იმ დროს, როცა სწორედ სახელმწიფო აღარიბებს და აუბედურებს ადამიანებს, მან უნდა იზრუნოს კიდეც ამ ადამიანების უკეთეს შემოსავალზე.


საკმაოდ დიდი თანხა შემოვიდა საქართველოში როგორც სესხით, ისე გრანტებითა და შემოწირულობებით, ზოგი ძალით, ზოგიც ნებით სხვადასხვა ბიზნესის მხრიდან. სად წავიდა ეს თანხები ? თუკი მიზნობრივად დაიხარჯა, მაშინ რატომ არ მოხმარდა გლეხს, რომელიც ამაზეა დამოკიდებული და ამით ირჩენს თავს,“
- ყვება გიორგი ბოტკოველი.


„მოვისმინეთ არაერთი განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რომ მილიონები დაიხარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ამ ფულით კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა ისარგებლეს. ისარგებლა მაგალითად, გელა სამხარაულმა, რომელიც თელავი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატია, ისარგებლა სონღულაშვილის ოჯახმა, რომლებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის პატრონები არიან და აქვთ პრეტენზია, რომ კიდევ 4 მუნიციპალიტეტის მმართველები უნდა იყვნენ.


მაგალითად, 2-3 წლის წინ, ვუყურებდი ტელევიზორს, სადაც შემთხვევით ვნახე სიუჟეტი, რომელშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანცხადება,რომ კახელ გლეხს გადასცეს პროგრამით ტრაქტორი, ვისმენდი ფერმერის განცხადებას და მადლობას, აღმოჩნდა,რომ ეს ფერმერი იყო გელა სამხარაულის ალალი ბიძაშვილი ,“-
აღნიშნავს გიორგი ბოტკოველი და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივებზე საუბრობს. მისი თქმით, უნდა დაარსდეს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრები. ამ ტიპის ცენტრების ძირითადი საქმიანობა დაეფუძნება კვლევებსა და გლეხების გადამზადებას. ცენტრებში ასევე იარსებებს მიწის უფასო ლაბორატორიები.


„გლეხს არ ჰქონდა ხელშეწყობა, რომ საკუთარი მეურნეობა განევითარებინა და არ ყოფილიყო დამოკიდებული მონსტრ ქარხნებზე. ამიტომ, როგორც კახეთში, ისე მთელ საქართველოში უნდა შევქმნათ სოფლის მეურნეობის საინფორმაციო, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე ცენტრები, რომლებიც იმუშავებენ კვლევების მიმართულებით. სამწუხაროდ, დღეს გლეხს ისევ გლეხს ვეძახით დღეს და ვერ მივედით იქამდე, რომ ისინი ფერმერები გახდნენ. ცენტრი კვლევის საფუძველზე იმუშავებს იმ პროგრამების დაფინანსებაზეც, რომელებიც ამ შემთხვევაში, კახეთში შეუწყობს ქვევრის ღვინის წარმოებას და შექმნის ძალიან ბევრ მცირე მეღვნეობას.
ღვინის ეროვნული სააგენტო კი დაკავებულია ყოველდღიურად გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომ 200 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა, ჩაბარდა ქარხნებში და 200 მილიონი მიიღო შემოსავალი გლეხმა, ისინი გლეხის ჯიბეში კი არ უნდა ითვლიდნენ ფულს, არამედ მანამდე უნდა უწყობდნენ მათ ხელს,რომ მეტი შემოსავალი მიიღონ. არც ყურძნის მომყვანი, და არც მწარმოებელი არ მოინდომებს რომ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს, როცა ხედავს რომ ბაზარი არის ერთადერთი და ღვინო იაფი. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოში ვერც ღვინის რეალიზებას და ვერც წარმოებას ვერ განავითარებს. გლეხს და ფერმერს უნდა მივეხმაროთ დამატებითი ბაზრების მოძიებაში,“-
აღნიშნავს გიორგი ბოტკოველი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up