რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ქართულ მეღვინეობას აზარმაცებს

რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ქართულ მეღვინეობას აზარმაცებს

access_time2021-04-22 11:00:09

        ქართული ღვინისთვის ძირითად საექსპორტო ბაზრებად ისტორიულად პოსტ-საბჭოთა ქვეყნები მოიაზრებოდნენ. მიუხედავად ღვინის 8000 წლოვანი უნიკალური ისტორიისა,  UNESCO-ს მიერ აღიარებული ქვევრის ღვინის ტექნოლოგიისა და ყურძნის უძველესი და იშვიათი ჯიშებისა,  წლიდან წლამდე ვხედავთ,  რომ ძირითად ბაზრად ქართული ღვინის ექსპორტისათვის კვლავ რჩება რუსეთი. პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ ამ ბაზარზე 80 პროცენტიანი დამოკიდებულება 60 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ღვინის ექსპორტის წილი რუსეთში კვლავინდებურად დიდია. ქვეყანასთან, რომელიც ძალიან დიდ პოლიტიკურ რისკებს მოიცავს და ემბარგოს არა ერთი გამოცდილება გვაქვს, საქართველო ფაქტობრივად მიბმულია ღვინის ბაზრით.

 


ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე ქართული ღვინის ხარისხთან და ექსპორტთან დაკავშრებულ მრავალმხრივ ხარვეზებზე არაერთხელ ესაუბრა „კომერსანტს“, ამჟამად კი გვპასუხობს კითხვაზე, თუ რატომ ინარჩუნებს ქვეყნის ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, როგორიც მეღვინეობაა, სარისკო პოზიციებს რუსეთთან მისი დამოკიდებულებით, მიუხედავად საერთაშორისო აღიარების.



„რუსეთი ესაა ქვეყანა, რომელმაც პოლიტიკური კაპრიზების გამო, ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება  აკრძალოს ქართული ღვინის იპორტი თავის ტერიტორიაზე. ეს ძალიან დიდი რისკი და დიდი პრობლემაა. ჩვენ ამ პრობლემას თითქოს ძალიან კარგად ვითავისებთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქართული ღვინის ექსპორტის წილი კვლავ კოლოსალურია რუსეთში. ბოლო წლების განმავლობაში ეს მონაცემები არ კლებულობს. ხვალ რუსეთმა რომ ქართულ ღვინოზე შეაჩეროს იპორტი, ჩათვალეთ, რომ მთლიანად დარგი ჩამოიშლება.



რუსეთი ეს არის ბაზარი, რომელიც თავისი მოთხოვნის კლასით არ გამოირჩევა მსყიდველუნარიანობით ფასთან მიმართებაში და ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება არ ახასიათებს ღვინის ხახრისხთან დაკავშირებით. ეს ეხება ნახევრად ტკბილ ღვინოებს, რომელიც ისტორიულად პოპულარულია რუსეთსა და საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ასეთი ღვინო მეღვინეობაში არ ითვლება სრულყოფილ, მაღალი კლასის პროდუქტად. თუ არსებობს ასეთი ნიშა, ის  ძალიან პატარა. ეს არის „ალაზნის ველი“, „ქინძმარაული“ - ის ღვინოები რომელშიც სურვილის შემთხვევაში მეღვინეს დიდი შესაძლებლობა აქვს „არაკეთილსინდისიერების“, ასეთი ბაზარი გვაფუჭებს, როგორც მეღვინეობის ქვეყანას.



რუსეთი მდარე ხარისხის პროდუქციას უშვებს თავის ბაზარზე, ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ საკუთარი სტანდარტების დაცვა.  მეღვინეობის თვალსაზრისით, ასეთ ბაზართან დაკავშირება არის სარისკო. მეორე ფაქტორია ის, რომ მეღვინეს არ აქვს უმკაცრესი სტანდარტი, რომ ქვეყნიდან არ გავიდეს ისეთი პროდუქცია, რომელზეც შეიძლება კითხვის ნიშნები გაუჩნდეს  ისეტ არაკეთილმოსურნე ქვეყანას, როგორც რუსეთია და რეალური ან მოგონილი სარჩულით შეუძლია გამოაცხადოს აკრძალვა. ეს დიდი დარტყმა იქნება მეღვინესთვის, გლეხისთვის და ბაზრისთვის,“ - გვიყვება ლევან კობერიძე.




მსოფლიოში აღიარებული ქვეყანა ღვინის ისტორიითა და ჯიშებით, ასევე მასთან დაკავშირებული აქტიური მარკეტინგული კამპანია ბოლო 10 წლის მანძილზე - მაშინ რატომ ვერ ხდება ღვინის ექსპორტის იმ კონდიციამდე დივერსიფიცირება, რომ რუსეთი არ იყოს მოწინავე საექსპორტო ბაზრებში და ქართული ღვინოც მაღალი ხარისხით საპატიო ადგილს მეტ ევროპულ ღვინის მაღაზიაში იკავებდეს.  ამასთან დაკავშირებით, კობერიძე ძირითად პრობლემად ხარისხისა და ფასის შესაბამისობას ასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპული კარგი ხარსიხის ღვინის გვერდით, ქართულ ძვირადრირებულ ღვინოს ხარისხის ის სტანდარტი არ აქვს, როგორიც ფასის შესაბამისი უნდა იყოს.



„მე არ ვამბობ, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინო არ უნდა გავიტანოთ, ვამბობ რომ ეს უნდა მოხდეს ყველა რისკის გათვალისწინებით, რაც გვაქვს. ნამდვილად ბევრი რამ კეთდება აქტივობის თვალსაზრისით, ხელისუფლება ხელს უწყობს ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. ბოლო 10 წელია მარკეტინგული სამუშაოები ტანრდება, ანუ რაღაცაშია საქმე. გვაღიარა ყველამ, ყველა სომელიემ და ღვინის ექსპერტმა იცის, რომ ქართული ღვინო უძველესია.



სამწუხაროდ, მგონია რომ მთლიან მოცულობაში კარგი ღვინო არის ძალიან ცოტა და პრობლემა აქვს ქართული ღვინის ფასის შესაბამისობას ხარისხთან. რა ფასიც ღირს ჩვენი ღვინო, მისი შესაბამისი არ არის ხარისხი.  არის ცალკეული ღვინოები, რომელიც წარმატებით მიდის ევროპის ბაზარზე და კარგადაა წარმოდგენილი. პრობლემა ხდება იქ, სადაც არის ფართო არჩევანი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მთელი მსოფლიოს ღვინოებს შეადარონ ქართული ღვინო. ევროპის ქვეყმნებში კონკურენციაში გვექმნება პრობლემა. პორტუგალიაში იქაური ღვინო 3 ევრო ღირს და ჩვენს ძვირადღირებულ ღვინოს გაცილებით სჯობნის ხარისხით. ქართული ღვინო კი საქრთველოშიც გაცილებით იაფი უნდა იყოს. რუსეთში როგორც ვიცით, გაცილებით მეტი ლოიალობაა და ამიტომ იყიდება იქ უფრო კარგად.



რუსეთი ესაა ქვეყანა, რომელიც ქართველ მეღვინეებს აფუჭებს და აზარმაცებს იმიტომ, რომ იქ უფრო ადვილია ქართული ღვინის გაყიდვა. სწორედ აქ არის საჭირო სახელმწიფოს ძალიან მკაცრი კონტროლი. არავის თავშიც არ უნდა მოუვიდეს, რომ რუსეთის ბაზარზე მაინც გაიყიდება მისი პროდუქტი და შეუძლია მას რაღაც დააკლოს.



ჯერჯერობით, სამწუხაროდ არცერთ ქართულ ღვინოს არ დაუმსახურებია 100 ქულიანი შკალით, 93 ან მეტი ქულა ღვინის ხარისხის შეფასებებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია და აქ გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო,“ - ამბობს ლევან კობერიძე.


2021 წლის აპრილში მექვევრეობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ახლა უკვე მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.


ასევე აპრილში რუსეთში საქართველოში წარმოებული ღვინოები დაიწუნეს. არაკომერციული ორგანიზაციის Роскачества-ს ექსპერტების მიერ შედგენილ ანტირეიტინგში, სადაც 15 დასახელების ღვინო მოხვდა, 6 საქართველოში წარმოებულია. (5 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთი - დე ფაქტო აფხაზეთში). ანტირეიტინგში მოხვდნენ დუგლაძეების ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული - ქინძმარაული, წინანდალი და საფერავი, აგრეთვე, „ქინძმარაული-მუზარადი“ და „ქინძმარაული-ბეთანელი“.


ასევე მარტის თვეში სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up