რუსეთის ბაზარი 450-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა, მაგრამ ზოგიერთი კვლავ რჩება - სია

რუსეთის ბაზარი 450-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა, მაგრამ ზოგიერთი კვლავ რჩება - სია

access_time2022-03-28 23:00:00

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 450-ზე მეტმა კომპანიამ რუსული ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადა, მაგრამ ზოგიერთმა რუსეთში ოპერირება შეუჩერებლად განაგრძო.


იელის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა თითოეული მათგანი ხუთ კატეგორიაში მოაქცია. ესენია:


ბაზრიდან სრულად გასვლა (174 კომპანია), საქმიანობის შეჩერება (195 კომპანია), საქმიანობის შემცირება (31 კომპანია), ახალი ინვესტიციების/განვითარების შეყოვნება (56 კომპანია), ბაზარზე დარჩენა (42 კომპანია). კომპანიების სია მუდმივად ახლდება.


მათ შორის, ვინც ბაზრის დატოვების მოთხოვნაზე ჯერჯერობით უარს ამბობს და რუსულ ბაზარზე რჩება, არის:


Alibaba - AliExpress-ს წილი საწარმოში და წილი VK-ში;

Asus - უცნობია, რა ფორმით არის წარმოდგენილი რუსეთში;

Credit Suisse - $1-მილიარდიანი წმინდა ექსპოზიცია;


Huawei - სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ლიდერი სელერი;

Lenovo - უცნობია, რა ფორმით ოპერირებს რუსეთში, თუმცა კომპანიას ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავია;

Societe Generale - $20-მილიარდიანი წმინდა ექსპოზიცია და შემოსავლის 2,8%.

Turkish Airlines - უცნობია, რა ფორმით არის წარმოდგენილი რუსეთში;

Xiaomi - სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების #2 ლიდერი სელერი;


კომპანიების ნაწილი, მათ შორის, AstraZeneca, Danone, Henkel, Hilton, Hyatt, Johnson & Johnson, Marriott, Merck, Nestle, Pfizer, Philip Morris, Procter & Gamble, Sanofi, Siemens, Subway რჩებიან ბაზარზე, თუმცა ახალ ინვესტიციებს აჩერებენ.


იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ოპერაციები შეზღუდეს, არიან: Abbvie, Bosch, Coinbase, Goldman Sachs, HSBC, JPMorgan, Oriflame Cosmetics, Pepsi.


ყველაზე დიდია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებმაც რუსულ ბაზარზე ოპერირება შეაჩერა, თუმცა შესაძლოა, ისინი მომავალში დაუბრუნდნენ რუსეთს. მათ შორის არიან: Adidas, Adobe, Alphabet, Amazon, American Express, Apple, Aston Martin, Bank of China, Bentley, Boeing, Burberry, Burger King, Canon, Chanel, Cisco, Coca-Cola, Dell, Deutsche Bank, DHL, Discover, Disney, Dunkin Donuts, Ericsson, Estee Lauder, FedEx, Ferrari, Ford, H&M, Harley-Davidson, Heineken, Hermes, Honda, HP Inc., Ikea, Intel, Jaguar, JYSK, Lego, Levi Strauss, L'Oreal, LVMH, Mango, Marks & Spencer, Mastercard, Mazda, McDonald's, Mercedes-Benz, Meta, Microsoft, Nike, Nissan, Nokia, Paypal, Prada, Puma, Samsung, Sony, Starbucks, Swatch, Toyota, Visa, Volkswagen, Volvo, Western Union, Xerox, YouTube.


რაც შეეხება კომპანიებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთში საქმიანობა შეწყვიტეს და სრულად გავიდნენ, არიან: Airbnb, Asos, Bolt, Booking, BP, Delta Air Lines, eBay, Etsy, Eurovision, Exxon, FIFA, Formula One, Grammarly, International Cat Federation, International Tennis Federation და სხვა არაერთი ფედერაცია, Netflix, Radio Free Europe, Rolex, Shell, Spotify, Swarovski, TripAdvisor, Uber, UEFA, Upwork და სხვები.


businessformula.ge


თეგები:
კომპანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up