„რუსეთის აგენტი“, „წურბელა და მუწუკი“ - ლევან ბერძენიშვილი მინდია ჯანელიძეზე

„რუსეთის აგენტი“, „წურბელა და მუწუკი“ - ლევან ბერძენიშვილი მინდია ჯანელიძეზე

access_time2017-08-31 13:30:42

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კრიზისების საბჭოს სტრუქტურის განახლებაზე და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანობის ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა. მან კრიზისების მართვის საბჭო სახელმწიფოს ტანზე არსებულ წურბელას შეადარა.

 

 

„პრემიერ მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ცვლილებები სწორად განხორციელდება იმიტომ, რომ არ მესმის, როგორ არ მოიხსნა პირველივე დღეს მინდია ჯანელიძე, - თქვა ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.


 

„კრიზისების მართვის საბჭო, რომელსაც მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს, არის მუწუკი, წურბელა სახელმწიფოს ტანზე იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერს აკეთებს. არც ტექნიკა აქვს, არც მომზადებული კადრები ჰყავს, ხელმძღვანელი როგორი მძინარაც არის ყველამ იცის - ყველამ ჩაასწრო სტიქიის ადგილზე. „ფე-ეს-ბეს“ კადრია, რუსეთის აგენტია, მაგრამ რუსეთმა ისიც კი არ დაავალა, რომ კარგი აგენტი იყოს, მომზადებული იყოს და რაღაცაში მაინც ერკვეოდეს. ამიტომ, ყველანაირი სტრუქტურული ცვლილება, თუ ხელმძღვანელი იგივე დარჩება, იქნება უაზრობა. 

 

თავისთავად, ბორჯომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს სამსახური უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ძალიან სერიოზულად მომზადებული - პრემიერი რომ აქრობდა ხანძარს, ეს არ იყო სწორი. შრომის გადანაწილება არ გაკეთდა სწორად. მთავრობას ეჭირა ხელში ბარი და თვითონ იყო მეხანძრე. სინამდვილეში ასე არ უნდა იყოს, უნდა არსებობდეს სამსახური, რომლებიც უნდა აქრობდეს ხანძარს და ასევე უნდა აკეთებდეს პრევენციას - წინასწარ უნდა იცოდეს, სად რა შეიძლება მოხდეს. საქართველოს, რომელიც ხანძარსაშიში ქვეყანაა, როგორ შეიძლება შვეულმფრენები და თვითმფრინავები არ ჰყავდეს?, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.



ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up