რუსეთიდან ხორბლის იმპორტის ემბარგოს რისკი - რა საფრთხეს ხედავს ბიზნესი

რუსეთიდან ხორბლის იმპორტის ემბარგოს რისკი - რა საფრთხეს ხედავს ბიზნესი

access_time2019-06-28 21:30:27

„დღეს არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა ხორბლის იმპორტსაც ემბარგო დაადოს“, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „აგრიკომის“ გენერალურმა დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა განუცხადა.მისი შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო 90%-ით მიბმულია რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე, საკითხი ყურადღებას საჭიროებს.


Bm.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, რომ იმპორტირებული ხორბლის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთზე მოდის.


მაგალითად: 2018 წელს საქართველოში იმპორტირებული 575 ათასი ტონა ხორბლიდან 482 ათასი ტონა იყო რუსეთიდან და მხოლოდ მცირე ნაწილი ყაზახეთიდან; წელს 5 თვეში კი, ჯამურად საქართველომ იყიდა 171,000 ტონა ხორბალი, საიდანაც 117,000 ტონა რუსეთიდან შემოვიდა და დანარჩენი 54.000 ტონამდე კი - ყაზახეთიდან.


„დღეს არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა დაადოს ხორბლის იმპორტსაც ემბარგო, ოღონდ არა მხოლოდ ავტომანქანებით იმპორტს, არამედ გემებით და რკინიგზით იმპორტსაც; თან ამას გააკეთებს არა - პირდაპირ, არამედ იქნება შეზღუდვები ექსპორტისას დოკუმენტების გამოწერის მხრივ. ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან ოფიციალურად არ გაჟღერდება, მაგრამ ყველა მოქალაქე იგრძნობს თავისთავზე. ამდენად, საფრთხეა, რადგან პრაქტიკულად თითქმის 100%-ით ვართ დამოკიდებული რუსულ ხორბალზე. განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელია, 100%-ით მივებით რუსეთს, პირველ რიგში, ეს განაპირობა სამანქანე ნაკადმა, რომელიც მოემართება ზემო ლარსიდან და იშლება მთელს საქართველოში და პრაქტიკულად, რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის 60% მოდის ავტომანქანებით იმპორტზე“, - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ფასი ძალიან დაბალია.


„პრაქტიკულად, ნახევრადარალეგალური ხორბალი შემოდის საქართველოში; რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ეს არ იცოდეს თავად რუსეთის ხელისუფლებამ, ამას ყველა ვაცნობიერებთ. შესაბამისად, ვხედავთ საფრთხეს, ვხედავთ არაპირდაპირი ემბარგოს საქმეს და ვხედავთ იმის საფრთხეს, რომ როგორც კი ეს ქმედება მოხდება, ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს ხორბლის მარაგები ისევ და ისევ მანქანების იმპორტის და დაბალი ფასის გამო, რადგან ეს მანქანები რომ შემოდიან, შემოაქვთ მხოლოდ ის მოცულობა, რაც ყოველდღიური მოხმარებისთვის არის საჭირო და ეს კი, მარაგების გასაკეთებლად საკმარისი არაა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.



მისივე თქმით, „აგრიკომს“ ხორბალი ავტომანქანებით არ შემოაქვს, მაგრამ ხორბლის იმპორტის ძირითადი წყარო მათთვისაც რუსეთია.


„ლარსის გავლით, ავტომანქანებით რუსეთიდან შემოტანილი ხორბლის ფასი პრაქტიკულად არის დემპინგური, ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, სადაც კონკურენტული და ჯანსაღი ფასებია, შეებრძოლო ამ ბაზარზე ნახევრადარალეგალურ მიმართულებას. ჩვენ, „აგრიკომს“ ხორბალი მხოლოდ გემით და რკინიგზით შემოგვაქვს; მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება ხორბლის მანქანით შეტანა. ფაქტია, რაღაც არაა სწორი ამ ყველაფერში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ და არც ვაპირებთ ხორბლის ავტომანქანებით იმპორტს, ვერცს ხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს, რადგან შეუძლებლია ამ ბაზარზე ლარსიდან შემოტანილ ხორბალს გაუწიო კონკურენცია“, - განმარტა მან.


ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ხორბლის იმპორტის ბაზრის დივერსიფიკაცია აუცილებელია და ალტერნატივებიც არსებობს.


„თუ ხელისუფლებამ, საზოგადოებამ ამ საფრთხეს არ შეხედა უფრო ყურადღებით, ეს შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო მეტად რთული მომავლის მომტანი აღმოჩნდეს. ჩვენ სიამოვნებით შემოვიტანდით ხორბალს ყაზახეთიდან, მაგრამ არსებულ სიტუაციაში, ეს შეუძლებელია“, - განაცხადა ქეთევან კუბლაშვილმა და დასძინა, რომ სექტორი გეგმავს, ამ თემაზე ეკონომიკის სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს შეხვდეს.


ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის მხრიდან ხორბლის ბაზრის ჩაკეტვის საშიშროებაზე საუბრობს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავაც.


„რუსეთი ბაზარს პირდაპირ არ კეტავს, თუმცა იმპორტის განხორციელებისას ხდება საბუთების გაფორმების დროს ბარიერების შექმნა; საბუთები, რომელიც ეხება ხარისხობრივ მაჩვენებელს, ჩერდება რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ რომელიმე ქვეყანას უკეთებენ დღენახევარში, პრობლემების დროს ეს გადადის 8 დღემდე. ამ მექანიზმით ჰქმნიან ბარიერს, ხდება დოკუმენტაციის გაფორმებისას პროცედურების გართულება. ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს, საიდანაც მოგვაქვს ხორბალი. ამბობენ, რომ ეს საკითხი აქტიურად მუსირებს რუსეთში, ბიზნესაზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არსებობს ეს რისკები“, - აცხადებს ლევან სილაგავა.


Bm.ge-ის კითხვას - უკვე წააწყდნენ თუ არა საბაჟოზე ხორბლის იმპორტის განხორციელებისას პროცედურულ ბარიერებს, სილაგავა პასუხობს, რომ ე.წ. ტურისტული ემბარგო სულ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, ამიტომ არსებობს მხოლოდ მოლოდინი, რომ ხორბლის იმპორტსაც შეექმნება პრობლემა.


BMG




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up