„რუსეთიდან  საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვა ქვეყნისთვის კოლაფსის ტოლფასი იქნება“

„რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვა ქვეყნისთვის კოლაფსის ტოლფასი იქნება“

access_time2019-07-08 18:30:43

ბიზნესმენი, დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვა ქვეყნისთვის კოლაფსის ტოლფასი იქნება.



„ხუთ სასტუმროს ვაშენებ ქალაქში, ტურისტი თუ არ ჩამოვიდა, სასტუმრო რად მინდა? გარდა ამისა, ხალხი რომ თანხას ვერ მიიღებს, რამხელა რაღაც შეიძლება მოხდეს. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. დაიხურება უამრავი საწარმო, ეკონომიკა კოლაფსში ჩავარდება,“ აცხადებს წაქაძე.



როგორც ცნობილია, რუსეთის დუმის ფრაქცია „ედინაია რასია“ დღეს აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანაზე აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა.



რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ტრანსასაზღვრო ფულადი გადარიცხვების ოდენობამ, რომელიც რეზიდენტი ფიზიკური პირებისა და არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ რუსეთიდან საქართველოში ხორციელდება, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 124 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 132.2 მილიონი დოლარი იყო. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.




მისივე ცნობით, 2019 წლის პირველ კვარტალში გადარიცხული თანხიდან რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე 101.6 მილიონი დოლარი მოდის, რაც გადარიცხვათა მთლიანი მოცულობის 80 %-ია, არარეზიდენტებზე კი 22,7 მილიონი დოლარი მოდის.



საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში 163,7 მლნ დოლარის გადმოირიცხა, რაც მთლიან გზავნილების თითქმის 25%-ს შეადგენს, სულ წელს ქვეყანაში 662,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა. 2018 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1,576 მლრდ აშშ დოლარი შემოვიდა, სადაც რუსეთიდან გზავნილების წილმა დაახლოებით 29% შეადგინა - 457 მლნ დოლარი. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ფულადი გზავნილების მიხედვით უკვე წლებია პირველ ადგილზეა.



სოფო ქსოვრელი 






მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აი ღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანიის  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება
access_time2019-12-14 20:00:22
2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის...

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის
access_time2019-12-14 14:00:53
ქართული ბრენდი PARKER GEORGIA ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბავშვობის მეგობრების წამოწყება 2 წელიწადში წარმატებულ, შემდგარ ბიზნესად იქცა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. PARKER GEORGIA-ს ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია. მათ ქართული ბრენდის ფეხსაცმელი საკუთარი სტილის განუყრელ ატრიბუტად...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...


მსგავსი სიახლეები

up