მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ერთ დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა - Forbes

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ერთ დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა - Forbes

access_time2022-09-23 14:30:21

ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes.ru რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს.


როგორც interpressnews.ge გამოცემაზე დაყრდნობით წერს, ერთი დღით ადრე ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე, რუსეთიდან საქართველოში შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 1 261 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 250-ით გაიზარდა.


ამასთან, იმავე პერიოდში მოლოდინში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ღამით 50-დან 300 მანქანამდე გაიზარდა.


Forbes.ru-ს ინფორმაციით, ოლო 2 დღეში საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა,19 სექტემბერთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა.



გამოცემის ცნობით, მოთხოვნა საზღვარგარეთის სასტუმროებზეც გაიზარდა. ონლაინ დაჯავშნის სერვის Ostrovok.ru-ს მონაცემებით, 21 სექტემბერს, მობილიზაციის დღეს დსთ-ს ქვეყნებში სასტუმროების ძიების რაოდენობა, 19 სექტემბერთან შედარებით, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდა. საქართველოს პარალელურად ყირგიზეთსა და ყაზახეთში რუსები საცხოვრებელს, 19 სექტემბერთან შედარებით, 8-ჯერ, სომხეთში კი 14-ჯერ უფრო ხშრად ეძებდნენ. სასტუმროებზე მოთხოვნა სერბეთში 6-ჯერ, თურქეთში კი 3-ჯერ გაიზარდა. 19 სექტემბერთან შედარებით, 21 სექტემბრისთვის რეალური ჯავშნების (შესყიდვების) რაოდენობა ასევე, 5-ჯერ ყირგიზეთში, 3,5-ჯერ ყაზახეთში, 3-ჯერ სომხეთში და 2-ჯერ უზბეკეთში გაიზარდა.


თუმცა აღნიშნულ ფაქტს ქართული მხარე არ ადასტურებს. გუშინ შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება.


„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.


აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო 10 დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, აღნიშნული იყო შემოსავლების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში. 


თეგები:
ლარსი



ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up