რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

access_time2021-10-24 20:00:45

რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.

 

ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ სქემად გადაიქცევა, თუმცა ემიგრანტების დაბრუნების სტრატეგია რუსული საზომებითაც კი უკიდურესად თაღლითურია. პუტინის ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, რუსეთიდან ტვინების გადინება არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება. ეს სხვებთან ერთად, მეცნიერებსაც ეხებათ, რომლებიც ევროპაში და ამერიკაში მასობრივად გარბიან. რუსეთის მეცნიერებათა აკადემია ამას არასაკმარისი დაფინანსებით ხსნის. ამაში არის სიმართლის მარცვალი, - თუ უცხოეთში მეტს გიხდიან, რატომ არ წახვალ, -  მაგრამ ეს მხოლოდ ერთი, თუმცა, არა ერთად-ერთი ფაქტორია. 


იმის შემდეგ, რაც 2011-2012 წლებში რუსეთი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მასშტაბურმა საპროტესტო მოძრაობამ შეძრა, კრემლმა შიდა პოლიტიკა მკვეთრად გაამკაცრა, რეპრესიები უფრო მიზანმიმართული გახდა, ხოლო თავისუფლების შემზღუდავი კანონები კი სულ უფრო და უფრო დრაკონული.

 

საქმე ისაა, რომ რუსეთის სახელმწიფოს ყოვლისმომცველი პარანოია ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რომელიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგში მუშაობს, შესაძლოა შპიონაჟი დაბრალდეს. დიახ, სწორედ შიშია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც რუს მეცნიერებს ემიგრაციისკენ უბიძგებს. გაესაუბრეთ ნებისმიერს, ვინც მუშაობს, მაგალითად, კოსმოსურ დარგში, ან მომიჯნავე სფეროში და „კუდიანების ნადირობის“ არა ერთ ისტორიას მოისმენთ. რუსული კოსმოსური სექტორი უკიდურესი კორუფციითაა ცნობილი. ეს პარადოქსია, რადგანაც კოსმოსური ინდუსტრია კრემლისთვის პრესტიჟის ძირითადი წყაროა, თუმცა, მაღალჩინოსნები ხელებს აქაც კარგად ითბობენ. შესაბამისად, დარგის ბოლო დროინდელი ჩავარდნები უნდა დაბრალდეს მეცნიერებს, რომლებიც უცხოელებს სახელმწიფო საიდუმლოებს გადასცემენ, და ქვეყანას სხვა გზებითაც აზიანებენ.

 


რუსი მეცნიერები ნეპოტიზმზე  საუბრობენ, მაგრამ ვინაობის გამხელაზე უარს ამბობენ. ამერიკელ ჟურნალისტთან ზედაპირული კონტაქტიც კი შესაძლოა შპიონაჟში ბრალდების საფუძველი გახდეს.

 

„2015 წლიდან კოსმოსურ სექტორში დასმენა ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა. ყველა ოფისში დამსმენები ჩანერგეს და ჩვენ ვიცით ვინ, პატარა ბავშვები არა ვართ. ეს ყოველთვის იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები სახელმწიფო შეკვეთაში არიან ჩართულები. მაღალჩინოსნების ახლო ნათესავები, რომლებიც პროექტების ხელმძღვანელებად ინიშნებიან, საქმეს თავს ვერ აბამენ და, შესაძლოა, ეს თქვენ დაგბრალდეთ. ეს ყველამ იცის, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდება, სამუშაოს დაკარგვა არავის არ სურს“ - ამბობს ერთ-ერთი ანონიმური მეცნიერი.

 

გენიოსებს, რომლებმაც ქვეყანა უკვე დატოვეს, შესაძლოა სამშობლო ენატრებათ, მაგრამ მათ უკან დაბრუნების სურვილი არა აქვთ.

 

რაღაცა რადიკალური უნდა მოხდეს, რომ მე უკან დაბრუნებაზე ვიფიქრო. იგივე შემიძლია ვთქვა დანარჩენ რუს მეცნიერებზეც, რომლებიც დღეს დასავლეთში მუშაობენ. ყველაზე საწყენი კი ისაა, რომ ამ უმსგავსობიდან არაფერი არ ხდება იდეის ან იდეოლოგიის გამო, თუნდაც ცუდი და არასწორი იდეოლოგიის. დღეს რუსეთში ყველაფერი ფულის ირგვლივ ტრიალებს. რომ დაფიქრდე, უხერხულიც კი არის,“ - ამბობს ამერიკაში 1 წლის წინ სამუშაოდ ჩამოსული რუსი მეცნიერი.

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: ForeignPolicy





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up