„რუსეთიდან მარცვლეულზე არასატარიფო კვოტის მექანიზმის ამუშავებამ, საქართველოში  ხორბალი შესაძლოა გააძვიროს“

„რუსეთიდან მარცვლეულზე არასატარიფო კვოტის მექანიზმის ამუშავებამ, საქართველოში ხორბალი შესაძლოა გააძვიროს“

access_time2020-01-16 10:00:07

„რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ იანვრის ბოლოდან მარცვლეულზე არასატარიფო კვოტის მექანიზმი ამუშავდება. კვოტირების სისტემა 20 მლნ ტონაზე მეტი მარცვლეულის გატანის შემთხვევაში წესდება,“ - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.


ლევან სილაგავა ამბობს, რომ კვოტირების სისტემის დაწესებამ რუსეთშიც უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა, რადგან ეს ფაქტობრივად,  ხელოვნური ბარიერების შექმნას გულისხმობს.


„ახალი მექანიზმის ამოქმედებას რუსეთშიც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ეს ფაქტობრივად,  ხელოვნური ბარიერების შექმნაა. აქვე ავღნიშნავ, რომ ეს არასატარიფო კვოტა არ ეხება მხოლოდ საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს, როგორიცაა სომხეთი, ყაზახეთი და ბელორუსი. აქამდე რუსეთიდან შემოსული ხორბლის ფასი დაახლოებით 220 დოლარს შეადგენდა, რას გამოიწვევს კვოტირების სისტემა ჯერ რთულია ამაზე საუბარი, თუმცა დიდ რყევას არ ველოდებით“, - განმარტავს „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი.



ლევან სილაგავა ამბობს, რომ „სოფლის მეურნეობის წელი“ რუსეთში 1 ივლისიდან იწყება, შესაბამისად, ნახევარი წელი გასულია და საეჭვოა დარჩენილ 6 თვეში 20 მლნ ტონაზე მეტი მარცვლეული გავიდეს. თუმცა, ის ასევე საუბრობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, რომელიც აშშ-დან და ყაზახეთიდან საქართველოში ხორბლის შემოტანას გულისხმობს.


„ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს არ იმოქმედებს ბაზარზე, რადგან დარჩენილი 6 თვის განმავლობაში 20 მლნ ტონაზე მეტი რუსეთიდან ისედაც ვერ გავა, თუმცა, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ამან შეიძლება რუსეთში მარცვლეულის ფასებზე იმოქმედოს, მაგრამ მსოფლიოში სხვა ქვეყნებიდანაც არის შესაძლებელი ხორბლის შემოტანა. მაგალითად, ჩვენი ასოციაციის წევრმა „ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა“ დეკემბერში 30 000 ტონამდე ამერიკული ხორბალი შემოიტანა, რომელიც დაბინავებულია. გარდა ამისა, 60 000 ტონა ყაზახეთიდან გვაქვს შემოტანილი. შეიძლება ითქვას, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული გვაქვს და დიდ რყევებს არ ველოდებით. თავდაპირველად რაღაც ეტაპზე შესაძლოა ხორბალზე ფასის ზრდა მოხდეს, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ რუსეთის თემა უფრო გადაზღვევას ჰგავს, იმედი გვაქვს რომ ფასზე მკვეთრად არ აისახება. გარდა ამისა, ჩვენ ორი გამოწვევა გვაქვს მუდმივად, ეს არის ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე და ლარის კურსი დოლართან მიმართებით, რას ასევე მოქმედებს ხორბლის ფასზე“, - აცხადებს ლევან სილაგავა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up