რუსეთიდან გადმოსხმული დესანტი, რომელიც შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას - გია ხუხაშვილი

რუსეთიდან გადმოსხმული დესანტი, რომელიც შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას - გია ხუხაშვილი

access_time2022-07-25 15:00:35

საქართველოში ჩამოსული ყველა რუსი, მათ შორის პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეც, რუსეთზე მუშაობს, ან პოტენციურად იმუშავებს ნებსით, თუ იძულებით, წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი და რუსეთიდან ჩამოსულს ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფს.

„რუსეთიდან ჩამოცხოვრებული ურდო ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:


1. სანქცირებული და მათთან აფილირებული კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც დღესაც ე.წ. “აუთსორსზე” მუშაობენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ფინანსური, ლოგისტიკური, აგენტურული სქემების დასალაგებლად და მათი მომსახურებისათვის.


2. რუსეთში არსებულ პრობლემებს გამოქცეული, გაწვევის, ფულის დაკარგვის, ან რაიმე სხვა შიშით შეპყრობილი ხალხი.
პირველ კატეგორიასთან დაკავშირებით ცხადია, რომ ისინი დიდ პრობლემას უქმნიან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.
რაც შეეხება მეორე კატეგორიას, რომელიც თითქოს საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც მეუბნებიან, მათთან დაკავშირებით კიდევ უფრო უარესად არის საქმე.



დადის ფსბ-ს აგენტურა კაფეებში, ნაქირავებ ბინებში, სასტუმროებში და ამ ხალხს „ავერბოვკებს“ იმ მუქარით, რომ თუ არ დათანხმდებიან თანამშრომლობაზე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ეს კატეგორია განსაკუთრებით „გემრიელია“, რადგან პრაქტიკულად უფასოა რუსული სპეც-სამსახურებისთვის.


დასკვნა - ყველა საქართველოში ჩამოსული რუსი, მათ შორის პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგეც, რუსეთზე მუშაობს, ან პოტენციურად იმუშავებს ნებსით, თუ იძულებით. ანუ, გადმოსხმულია ათეულ ათასიანი დესანტი, რომელიც შიგნიდან ხრავს ქართულ სახელმწიფოებრიობას", წერს სოციალურ ქსელშია გია ხუხაშვილი.





2021 წელს ევროკავშირში სპორტის სექტორში 1,37 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული

2021 წელს ევროკავშირში სპორტის სექტორში 1,37 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული
access_time2022-09-25 13:00:46
2021 წელს ევროკავშირში სპორტის სექტორში 1,37 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც მთლიანი დასაქმების 0,7%-ს წარმოადგენს. ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირში სპორტში მომუშავე ადამიანების რიცხვი გამოჯანმრთელდა COVID-19-ის პანდემიის დაბლოკვის სიმაღლის პერიოდში (1.37 მილიონი თანამშრომელი 2019 წელს; 1.31 2020 წელს) — აღიშნულის შესახებ EUROSTAT-ი...

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...


მსგავსი სიახლეები

up