სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 174 მლნ დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 351%-ით მეტია.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.5% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2% მოდიოდა.
მათ შორის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. რუსეთის ფედერაცია - $174 მლნ, მატება წინა წელთან 351%
2. იტალია - $36 მლნ, მატება წინა წელთან 7%
3. აშშ - $29 მლნ, მატება წინა წელთან 17%
4. საბერძნეთი - $18 მლნ, კლება წინა წელთან -8%
5. ყირგიზეთი - $18 მლნ, მატება წინა წელთან 417%
6. ისრაელი - $16 მლნ, მატება წინა წელთან 7%
7. გერმანია - $16 მლნ, მატება წინა წელთან 47%
8. ყაზახეთი - $10 მლნ, მატება წინა წელთან 72%
9. თურქეთი - $10 მლნ, კლება წინა წელთან -1%
10. სომხეთი - $9 მლნ, მატება წინა წელთან 677%
2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1103.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 84.6%-ით (177.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.