რუსეთიდან ერთჯერადი ტრანზაქციების საშუალო მოცულობა $400-დან $1500-მდე გაიზარდა - „ინტელიექსპრესი“ გზავნილების „საინვესტიციო შეფერილობაზე“

რუსეთიდან ერთჯერადი ტრანზაქციების საშუალო მოცულობა $400-დან $1500-მდე გაიზარდა - „ინტელიექსპრესი“ გზავნილების „საინვესტიციო შეფერილობაზე“

access_time2022-08-05 20:00:49

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1.78 მილიარდი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 65%-ით მეტია. ქვეყნებს შორის გზავნილებით პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც 750 მილიონი დოლარი შემოვიდა.


ფულადი გზავნილების არსებულ მაჩვენებლებს პოზიტიურ ეკონომიკურ ფაქტორად მიიჩნევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და აღნიშნავს, რომ რუსი მიგრანტების გზავნილებს დღეს არამარტო სახარჯო, არამედ საინვესტიციო შეფერილობაც აქვს ანუ მათი მხრიდან ქართულ აქტივებზე გაზრდილია მოთხოვნა.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებითაც გაზრდილი ფულადი გზავნილები რუსეთიდან ქართველების კაპიტალის მიგრაციით აიხსნება და ეს ეფექტი მალე ამოიწურება. 


რამდენად ხშირია დიდი რაოდენობით თანხების გადმორიცხვის პრაქტიკა რუსეთიდან საქართველოში ბოლო თვეებში და საშუალოდ რა რაოდენობით თანხას რიცხავენ ისინი, ამ თემაზე „კომერსანტი“ ფულადი გზავნილების ქართულ კომპანია ინტელიექსპრესის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლევან თავართქილაძეს ესაუბრა. 



„ამ წლის პირველ 6 თვეში 1 786 მილიონი დოლარია უკვე ჩარიცხული, რაც წინა წელთან შედარებით 65%-იანი ზრდაა. ცხადია ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოშობილი მიგრაციაა, და კოლოსალური ზრდა რუსეთიდან გზავნილების ზრდაზე მოდის. სტანდარტული ერთი ფულადი გზავნილის საშუალო მოცულობა რუსეთიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში 400 დოლარის გარშემო მერყეობდა +/- 100$. ხოლო ამ წლის მეორე კვარტალში 3.5-ჯერ გაიზარდა და 1300$ შეადგინა, მათ შორის პიკი იყო მაისის თვე, ერთი ტრანზაქციის საშუალო მოცულობით 1500$ გადააჭარბა. რაც ცხადია არ არის, შრომითი მიგრანტების მიერ ოჯახის დასახმარებლად გადმორიცხული თანხები. რამდენად გრძელვადიანი იქნება ეს „ინვესტიციები” ამას მომავალში ვნახავთ“,  ამბობს ლევან თავართქილაძე.


მისი თქმით, რუსეთიდან გზავნილები მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 6-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა ეს ერთჯერადი ეფექტია.


„ივნისი და ფაქტობრივად მთლიანად მეორე კვარტალი, 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ფულადი გზავნილების ჭრილში გაორმაგებულია. ამის მიზეზი რუსეთიდან გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდაა, წინა კვარტალთან შედარებით გზავნილები 6-ჯერაა გაზრდილი. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ერთჯერადი ეფექტია და უკვე შეინიშნება დასტაბილურების ტენდენცია“,  აღნიშნავს თავართქილაძე.


ივნისის მდგომარეობით გზავნილებში, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ივნისში 231.4 მილიონი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 492%-ით მეტია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up