რუსეთი WTO-დან გასვლით საქართველოსთან ნაკისრ ვალდებულებას იხსნის

რუსეთი WTO-დან გასვლით საქართველოსთან ნაკისრ ვალდებულებას იხსნის

access_time2022-05-19 14:00:52

ევროსაბჭოდან გარიცხვის შემდეგ, რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ვალდებულებებს მოსკოვი არასდროს ასრულებდა, მაგრამ ახლა ფორმალურ ნაწილზეც უარი განაცხადა. რუსეთის WTO-ს წევრი, როკზე და ფსოუზე ტვირთების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს თანხმობით გახდა, თუმცა გასული 10 წლის განმავლობაში თბილისს ტვირთების შესახებ ინფორმაცია ერთხელაც არ მიუღია.


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 1995 წელს შეიქმნა და მასში ამჟამად 164 სახელმწიფოა გაწევრიანებული. საქართველო გაერთიანებას 2000 წლის 14 ივნისიდან შეუერთდა, რუსეთი 2012 წლის 22 აგვისტოდან. ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს ვაჭრობის ხელშეწყობა წარმოადგენს. წესდების თანახმად, ახალი წევრის მისაღებად სრული კონსენსუსია საჭირო. რუსეთს საქართველოს ხმა სწორედ ამიტომ სჭირდებოდა.


შეთანხმების მიღწევამდეც ცხადი იყო, რომ რუსეთი პირობას არ შეასრულებდა, მაგრამ თავად ხელმოწერის ფაქტი მოსკოვისთვის ერთგვარ კაზუსს ქმნიდა. რუსეთის ფედერაციას 14 სახმელეთო მეზობელი ჰყავს. 2008 წლის შემდეგ ზოგიერთი რუსული გამოცემა ამ რიცხვს 16-მდე, 2022 წლიდან კი 18-მდე ზრდის, მაგრამ მოსკოვი თბილისს რუსეთსა და ესტონეთს შორის ან რუსეთსა და მონღოლეთს შორის ტვირთბრუნვაზე ინფორმაციას ნამდვილად არ მიაწვდის. ის ფაქტი, რომ თავის დროზე მოსკოვი „სუვერენულ“ აფხაზეთთან ვაჭრობის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას „მესამე სახელმწიფოსთან“ დასთანხმდა იმის ირიბი აღიარებაა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა.


საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმებას ხელი 2011 წელს მოეწერა. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება აუცილებლად დაირღვეოდა, საქართველოში ბევრი ალტერნატიულ მოთხოვნად ბაზრის გახსნას ასახელებდა, მაგრამ ბაზრის გახსნას მოსკოვს თავად WTO-ს წევრობა ავალდებულებდა. არც იმის გარანტია არსებობდა, რომ შემდგომ რომელიმე ონიშენკოს ფალსიფიცირებული ქართული ღვინო ვერ აღმოეჩინა. მართალია 2006 წელს გამოცხადებული ემბარგოს რეალური მიზეზი პოლიტიკური იყო, მაგრამ ოფიციალურად ის „დაბალი ხარისხით“ შეინიღბა.


გასული წლის აგვისტოში რუსეთთან ურთიერთობაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე კომერსანტთან საუბრისას აცხადებდა, რომ შვეიცარიულ კომპანიას, რომელსაც საბაჟოებზე მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა, თანხა გადაუხადა როგორც ქართულმა, ასევე რუსულმა მხარემ. დეტალების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წლების განმავლობაში გრძელდებოდა, პანდემიამ პროცესი შეანელა და ის 2022 წელს უნდა განახლებულიყო. 9 თვის შემდეგ სიახლე არაფერია. იმავე თემაზე დასმულ კითხვაზე ზურაბ აბაშიძემ მაისში უკვე კომენტარისგან თავი შეიკავა.


ქართული ოცნება რუსეთთან მიმართებაში 10 წელის ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას ატარებს. სავაჭრო ურთიერთობები 2013 წლიდან აღდგა. რამდენჯერმე აფხაზეთიდან ომში დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენებაც მოხერხდა. ამის იქით საქმე წინ არ წასულა. მცოცავი ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანთა გატაცება ისევ გრძელდება. გატაცებები ზოგჯერ წამებითა და მკვლელობით სრულდება. დეოკუპაციაზე, ან თუნდაც დევნილთა დაბრუნებაზე რუსეთს საუბარიც არ სურს.



რას შეცვლის რუსეთის WTO-დან გასვლა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებში? საქსტატი აღრიცხვას 1995 წლიდან აწარმოებს. 1995 წელს რუსეთის წილი ექსპორტში 31%-ს შეადგენდა, 2005 წელს ემბარგომდელ პერიოდში 18%-ს. 2006 წელს 8%-მდე შემცირდა, 2007 წელს 3.7%-მდე. 2011 წელს კი 1.7%-მდე. თანხობრივად ყველაზე ცოტა - $21 მლნ ექსპორტზე რუსეთში 2009 წელს გავიდა, პროცენტულად კი 2011 წელს. 2013 წელს რუსეთის წილის ექსპორტში 6.5%-მდე გაიზარდა, 2017 წელს 14.5%-მდე, 2021 წელს თითქმის იგივე - 14.4% შეადგინა. ამავე წელს თანხობრივ გამოხატულებაში აბსოლუტური რეკორდი მოხსნა და $610 მლნ-ს გადააჭარბა. მზარდი ექსპორტის მიუხედავად 2020-2021 წლებში პირველი ადგილი რუსეთს ჩინეთმა ჩამოართვა.


რუსეთიდან იმპორტი უფრო სტაბილური და მას მსგავსი მასშტაბის რყევები არ განუცდია. რუსეთიდან იმპორტმა მაქსიმალურ 17%-იან მაჩვენებელს 1996 წელს მიაღწია, 2011 წელს 5.5%-მდე შემცირდა. 2021 წელს კი 10% შეადგინა.


მთავარ საექსპორტო პროდუქტს რუსეთთან ფეროშენადნობი, ღვინო, მინერალური წყლები და სპირტიანი სასმელები წარმოადგენს. იმპორტში კი ენერგორესურსები - ნავთობი, გაზი, ელექტროენერგია და საკვები მათ შორის ხორბალი დომინირებს.


არის თუ არა საფრთხე რუსეთთან ვაჭრობის შემცირება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის? კითხვას შეიძლება ორი პასუხი ჰქონდეს. ალტერნატიული ბაზრების მოძიების გარეშე ეს ეკონომიკას რა თქმა უნდა დააზარალებს, მაგრამ რუსეთით ყველაფერი არც იწყება და არც მთავრდება. თუ 2003 წელს ექსპორტი $461 მლნ-ს შეადგენდა, 2012 წელს ის $2.377 მლრდ-მდე იყო გაზრდილი, 2021 წელს კი $4.242 მლრდ-მდე. 2004-2012 წლებში საქართველოს ექსპორტი 370%-ით გაიზარდა, 2013-2021 წლებში კი მხოლოდ 80%-ით. 2004-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა 71%-ით გაიზარდა, 2013-2021 წლებში კი მხოლოდ 35%-ით.


რუსეთის წილი პლანეტის ეკონომიკაში სანქციებამდეც კი 1.7%-ს შეადგენდა. გლობალურ ღვინის იმპორტშიც რუსეთმა 2020 წელს 3.1%-იანი წილით მე-10 ადგილი დაიკავა. მართალია რაოდენობის ხარჯზე ყველაზე მეტი ქართული ღვინო თანხობრივადაც რუსეთში იყიდება, მაგრამ მისი ფასი 1 ბოთლზე გაანგარიშებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. 2021 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ღირებულება რუსეთში $2.76-ს შეადგენდა, ლიეტუვაში $3.16-ს, ჩინეთში $3.73-ს, გერმანიაში $5.04-ს და შეერთებულ შტატებში $6.33-ს.


მარტში რუსეთში ექსპორტი 56%-ით შემცირდა, აპრილში მხოლოდ 7%-ით. მთლიანობაში პირველ 4 თვეში უმნიშვნელო 0.4%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ღვინის ექსპორტი $37 მლნ-დან $34 მლნ-მდე შემცირდა, მინერალური წყლების $20 მლნ-დან $16 მლნ-მდე.


ექსპორტისგან განსხვავებით იმპორტი 27%-ით $403 მლნ-მდე გაიზარდა. მხოლოდ ნავთობის იმპორტი, ფასის ზრდის ხარჯზე $40 მლნ-დან $74 მლნ-მდეა გაზრდილი.


თუ საქართველოს რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გასული წლის იანვარ-აპრილში $160 მლნ იყო, წელს ის $247 მლნ-მდე გაიზარდა.


რუსეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 10-15 პროცენტით შემცირდება. სახარბიელო არც შემდგომი წლების პროგნოზია. ამ ვითარებაში საქართველოს მასთან მჭიდრო კავშირები უფრო დააზარალებს, ვიდრე დისტანცირება, რისი ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითიც გაჩერებული „ბორჯომის“ ქარხანაა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც....

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა
access_time2022-07-07 12:30:45
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა, რეისების რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა
access_time2022-07-07 12:00:05
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100% აღდგა.   2022 წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76,052 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივნისი 76,208 მგზავრი).   ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების...


მსგავსი სიახლეები

up