რუსეთი  უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტისთვის ემზადება

რუსეთი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტისთვის ემზადება

access_time2019-03-21 20:00:22


„გაზპრომმა“ დაიწყო პარტნიორი ქვეყნების ინფორმირება იმის თაობაზე, რომ უკრაინის ტერიტორიით გაზის ტრანზიტი 2020 წლის 1 იანვრიდან შეწყდება - ამის შესახებ  უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კობოლევმა განაცხადა.


მისი თქმით, მომავალი წლიდან „ნაფტოგაზი“  გაზის ტრანსპორტირების სისტემის მართვას გადასცემს დამოუკიდებელ კომპანიას, რომელსაც მოუწევს შეთანხმების მიღწევა „გაზპრომთან“ ტრანზიტის თაობაზე.


„იმისთვის, რომ ხელშეკრულების დადება შესაძლებელი გახდეს, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მარტივი პოზიცია მოლაპარაკებებში   - „გაზპრომი“ აწერს ხელს კონტრაქტს და ამით დღის წესრიგიდან იხსნება გაზის ტრანსპორტირების სისტემის გაუფასურების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში „გაზპრომს“ მოუწევს დანაკარგების კომპენსირება“ - განაცხადა კობოლევმა.


10-წლიანი კონტრაქტი „გაზპრომს“ და „ნაფტოგაზს“ შორის  2019 წლის ბოლოს იწურება, რის შემდეგაც სატრანსპორტო სისტემა დარჩება თითქმის უფუნქციოდ.


რუსეთი შეძლებს უკრაინული ტრანზიტის გაყინვას ახალი გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წყალობით, რომელიც, აშშ-ს და ევროკავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შენდება - ძირითადად, პროექტში ჩართული ევროპული ქვეყნების - პირველ რიგში - გერმანიის წყალობით.


მართალია, ევროპელები მოითხოვენ რუსებისგან უკრაინული ტრანზიტის შენარჩუნებას, თუმცა, ამ პირობის დარღვევა ყოველთვის შესაძლებელი იქნება უკვე იმის შემდეგ, რაც „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ამოქმედდება.



რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა შეინარჩუნოს ტრანზიტი უკრაინის გავლით, თუ ის იქნება კომერციულად მომგებიანი.


თუმცა, საპირისპიროს ამბობს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი  - მისი თქმით, მოსკოვისთვის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით წამგებიანია.


„ამ გაზსადენის ინფრასტრუქტურა სრულიად მოძველებულია, ამიტომაც, მისი მეშვეობით ტრანზიტი 2—2,5-ჯერ ძვირია, ვიდრე სხვა მარშრუტებით - ისეთებით, მაგალითად, როგორც „იამალი-ევროპა“ ან „ჩრდილოეთ ნაკადი“ - განაცხადა მინისტრმა.


აღსანიშნავია ასევე ამ საკითხის პოლიტიკური მხარე, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კომერციული - მოსკოვი ცდილობს დატოვოს სატრანზიტო შემოსავლების გარეშე მასთან საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინა.


თანაც ეს მარშრუტი საკმაოდ არასტაბილურია და ხშირად ითიშება იმის გამო, რომ კიევი და მოსკოვი ვერ რიგდებიან უკრაინისთვის გაზის ფასზე - მოსკოვი ყოველთვის ითხოვს მეტს, ვიდრე კიევს შეუძლია გადაიხადოს, ტრანზიტი კი ხშირად ხდება ამ სიტუაციის მძევალი.


2018 წელს უკრაინის შემოსავალმა გაზის ტრანზიტისგან შეადგინა 3 მლრდ. დოლარი. ძირითადი დანაკარგები მოსალოდნელია 2020 წლიდან, როდესაც ამოქმედდება ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტები  - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ (55 მლრდ. კუბური მეტრი წელიწადში), და „თურქული ნაკადი“ (31მ5 მლრდ.).


ამის შემდეგ უკრაინის ტერიტორიით ტრანზიტი საუკეთესო შემთხვევაში შემცირდება 15-30 მლრდ. კუბურ მეტრამდე, შემოსავალი კი - 3 მლრდ.-დან 370-700 მლნ. დოლარამდე - ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტი საერთოდ არ შეწყდა, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია.


დანაკარგები ამ მარშრუტების ამოქმედების შედეგად მიუახლოვდება უკრაინის მშპ-ს 3%-ს.


თენგიზ აბლოთია





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up